ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
26.11.2024 | 16:50
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები პროექტის ‘სტუდენტები სახელმწიფოს განვითარებისთვის’ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ

ამა წლის 24 ნოემბერს ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – „სტუდენტები სახელმწიფოს განვითარებისთვის“ განხორციელდა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებიც, ვინაიდან აღნიშნული სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოსა და სტუდენტურ პარლამენტთან. პროექტის ფარგლებში მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიები ახალგაზრდებისთვის, გაიმართა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე და ჩატარდა შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან….

26.11.2024 | 16:43
საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სოფიის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საპატრიარქო ტაძრის კურთხევის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

ამა წლის 21-23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიწვევით, საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც ეძღვნებოდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საპატრიარქო ტაძრის კურთხევის ასი წლისთავს. საზეიმო მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა. 21…

25.11.2024 | 17:04
სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

22 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის შენობაში, გაიმართა შეხვედრა ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელსა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ველიკოტირნოვოს მიტროპოლიტი გრიგოლი; ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი; ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მთავარი მდივანი, მელნიშის ეპისკოპოსი გერასიმე; მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი;…

22.11.2024 | 17:28
ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის

ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული გიორგობა, რომელიც აღინიშნება 23 ნოემბერს. მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. დღესასწაულზე, თბილისის სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის…

21.11.2024 | 17:09
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ახალი ტაძარი აკურთხა

ამა წლის 13 ნოემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელი იოანე გურეშიძე. sazu.ge

21.11.2024 | 16:25
შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

2024 წლის 18 ნოემბერს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი თავის ოფიციალურ რეზიდენციაში, ბელგრადში, შეხვდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის, რომელიც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებს სტუმრობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით. მიტროპოლიტი ანტონი სერბეთის სახელმწიფოს მეთაურს მიესალმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის სახელით და აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის…

20.11.2024 | 13:40
კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ‘ქართულ ოცნებას’

დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ,,ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს…

20.11.2024 | 13:30
ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი და ღონისძიება მეტეხის ხიდზე (ფოტოქრონიკა)

ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი და ღონისძიება მეტეხის ხიდზე (ფოტოქრონიკა) 13.11.2024 ფოტო: ნინო სოზაშვილი   sazu.ge

20.11.2024 | 13:20
მეუფე შიო: ‘წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას. დღევანდელი დღე არის განსაკუთრებით ამაღლებული ჩვენი ერისთვის;…

Τα σημαντικότερα νέα