2024 წლის 5-6 ნოემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მეთაურობით მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე რელიგიურ ლიდერთა გლობალურ სამიტში, რომელიც იმართება გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე ყოველწლიური კონფერენციის (COP29) ფარგლებში. ფორუმის ორგანიზატორია კავკასიის მუსლიმთა სამმართველო, მუსლიმ უხუცესთა საბჭო, აზერბაიჯანის მთავრობა…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა. მის უნეტარესობას, უნეტარეს ანასტასის, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და ღვთის საყდრის წინაშე თანამსახურო! გთხოვთ, მიიღოთ გულითადი მოლოცვა თქვენს პირად სამახსოვრო თარიღთან, 95 წლის იუბილესთან, დაკავშირებით. უფლის ყანობში მრავალწლიანი გულმოდგინე მსახურების მანძილზე…
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა. მისალოც გზავნილში ნათქვამია: თქვენო უნეტარესობავ! გულითადად გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან თარიღს – 95 წლის დაბადების დღეს! თქვენ სიყრმიდანვე მიეძღვენით ღმერთს და მის წმინდა ეკლესიას და მას შემდეგ ჰმონეთ უფალსა შიშით და…
2006 წლის 30 ოქტომბერს აღდგა ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიის ისტორია, რომელიც შეწყვეტილი იყო 1917 წლის რთული ისტორიული პროცესების გამო. ამ დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 30 ოქტომბერს სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელზეც მოწაფეებმა წარმოადგინეს მხატვრული შემოქმედების ნიმუშები, აგრეთვე, გიმნაზიის პედაგოგებს მიულოცეს საიუბილეო თარიღები. sazu.ge
ამა წლის 2 ნოემბერს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე კობახიძე. sazu.ge
2024 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 92-ე და აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იყო საეკლესიო-ეროვნული მნიშვნელობის ორი მონუმენტური პუბლიკაცია: “მრავალენოვანი ბიბლია [Biblia Polyglotta] – ფსალმუნნი [დავითნი]” და “მართლმადიდებელი ეკლესიის დიდნი კურთხევანი სქოლიოებით”. შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო…
საშემოდგომო ღონისძიება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში. 2024 წლის 31 ოქტომბერს ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით გაიმართა საშემოდგომო ღონისძიება. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
დღეს, 2024 წლის 31 ოქტომბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) საზეიმო ვითარებაში გადასცა ოქროს მედლები და მადლობის სიგელები გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ქ-ნ ინეზა კელენჯერიძეს, ქ-ნ ნელი შარიქაძეს და ქ-ნ ნათელა კამკამიძეს მასზედ, რომ მათ მრავალი წლის განმავლობაში თაობების სამაგალითო აღზრდაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. მარგვეთისა და…
2024 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საეკლესიო კრებების დარბაზში საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესის გახსნა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. ძვირფასო ვალენტინა ივანეს ასულო! ძვირფასო სერგეი ვიქტორის ძევ! ძვირფასო თანამემამულენო! ძმებო და დებო! გულითადად მივესალმები რუს თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესის მონაწილეებსა და სტუმრებს, რომლებიც…