ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.03.2024 | 15:04
მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

2024 წლის 16 მარტს რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებმა მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში აღასრულეს მორავიჩის ეპისკოპოსის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან სერბეთის პატრიარქის წარმომადგენლის, მოსკოვში სერბეთის მეტოქიონის იაუზის კარიბჭესთან მდებარე წმინდა თავთამოციქულთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრის ანტონის წესის აგება. განსვენებული მღვდელთმთავრის ანდერძის თანახმად, იგი დაიკრძალა ამ ტაძრის გალავანში, რომლის წინამძღვარიც იყო…

15.03.2024 | 17:31
საეკლესიო კალენდარი: 15 მარტი

მართლმადიდებლური ეკლესია ამ დღეს მოიხსენიებს: დიდმოწამე თეოდორ ტირონს, წმ. იოანე კათალიკოსს, მოწამეთა: ევტროპიოსს, კლეონიკეს, ბასილისკოს, ღირს პიამა ქალწულს, წმინდა ზენონს და ზოილეს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა…

15.03.2024 | 17:03
საქართველოს საპატრიარქოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ა.წ. 15 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბ-ნი ოთარ შამუგია და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოს დაცვისა და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების მნიშვნელობას ქვეყნისათვის. შემდეგ კი საქართველოს საპატრიარქოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი…

15.03.2024 | 16:57
2024 წლის 14 მარტს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის 29 ტომეულის წარდგენა გაიმართა.

წარდგენას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ. მიტროპოლიტმა შიომ დამსწრე საზოგადოებას ამ მოვლენასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო. პატრიარქის წერილში ხაზგასმულია, რომ საეკლესიო გალობა ჩვენი ერის იდენტობისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია და მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული. წერილში საუბარია იმაზე, თუ როგორ გადარჩა და…

15.03.2024 | 16:54
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი ქართული გალობის 29 ტომეულის გამოცემის გამო:

ქართული გალობა დაეფუძნა ქართულ ლიტურგიკულ მწერლობასა და უძველეს ეროვნულ მრავალხმიანობას. ეს საეკლესიო ხელოვნება ჩვენი ერის იდენტობისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია. მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ეს ბუნებრივია, რადგან X ს-ის ბოლომდე ჩვენ ღვთისმსახურების იერუსალიმურ წესს მივდევდით და ლიტურგიკული პრაქტიკაც იერუსალიმური გვქონდა; ხოლო X-XI საუკუნეებში იგი კონსტანტინეპოლურმა შეცვალა და დომინანტის მდგომარეობა მოიპოვა. ახალი წესის…

14.03.2024 | 16:25
საეკლესიო კალენდარი: 14 მარტი

ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს: მღვდელმოწამისა თეოდოტესი, კვირინელი ეპისკოპოსისა, ქალწულმოწამისა ევთალიასი, მოწამისა ტროადისა, ღირსისა აგათონ ეგვიპტელისა, 440 იტალიელ მოწამეთა, წმ. არსენი ტვერელი ეპისკოპოსისა. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი კვიპროსის ქალაქ კირიის ეპისკოპოსი, წარმოშობით გალატიიდან იყო. უსჯულო ლიკინიუსის დროს (307-324) იგი წარმართთა შორის…

14.03.2024 | 14:29
უფლისად მიიცვალა ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი ნეოფიტე

2024 წლის 13 მარტს, სიცოცხლის 79-ე წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სოფიის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში გარდაიცვალა ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი, სოფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე, – იუწყება Патриархия.ru ბულგარეთის ეკლესიის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით. * * * ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი ნეოფიტე (ერში – დიმიტროვი სვიმეონ ნიკოლოვი) დაიბადა 1945 წლის 15 ოქტომბერს ქ. სოფიაში. 1965 წელს დაამთავრა ჩერეპიშის სასულიერო სემინარია. 1971 წელს…

13.03.2024 | 16:44
საეკლესიო კალენდარი: 13 მარტი

13 მარტს მოხსენიების დღეა: ღირსისა მოწამისა ევდოკიასი; მოწამეთა ნესტორისა და ტრივიმისა; მოწამისა ანტონინასი ; მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა. ღირსმოწამე ევდოკია იყო სამარიტელი, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში. ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოდვილთა სამსჯავროს შეახსენებს….

13.03.2024 | 16:39
გელათის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები იწყება

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები იწყება. სამონასტრო კომპლექსში დილიდან იტალიელი, ინგლისელი და გერმანელი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებმაც ჟურნალისტებს მოკვლევის პირველადი დასკვნა გააცნეს. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტი კირიონის თქმით, გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც განხორციელდება. „სპეციალისტები იწყებენ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც ძალიან კარგი ამბავია, რადგან კედელი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ…

Τα σημαντικότερα νέα