ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.06.2022 | 14:18
სამების საკათედრო ტაძარში 65-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 19 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 65-ე ეტაპი ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს კიდევ 1600 ბავშვი შეემატა. მისი უწმინდესობის ნათლულები უკვე 44000-ზე მეტია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა ნათლულები და გაქრისტიანება მიულოცა მათ.   დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება! გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, – დღეს ბედნიერია მთელი…

20.06.2022 | 18:16
ამერიკის სლავური მართლმადიდებლური ვიკარიატის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ალექსანდრე ეპისკოპოსად გამოირჩიეს

15 ივნისს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაზე ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის თავმჯდომარეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნიკოპოლის ეპისკოპოსად აერჩიათ ამერიკის სლავური მართლმადიდებლური ვიკარიატის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი (ბელია), რომელიც ამერიკის მსოფლიო საპატრიარქოს სამთავარეპისკოპოსოს დაექვემდებარება. არქიმანდრიტ ალექსანდრეს საეპისკოპოსო კურთხევა 30 ივლისს მაიამის (ფლორიდა) წმინდა მატრონას საკათედრო ტაძარში გაიმართება. არქიმანდრიტი ალექსანდრე დიაკვნად და მღვდლად რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიაში (ROCOR) ეკურთხა, მაგრამ…

17.06.2022 | 15:55
იერუსალიმის საპატრიარქომ ჯვრის მონასტერში უმაღლესი თეოლოგიური სასწავლებლის გახსნა დააანონსა

2022 წლის 15 ივნისს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესი პატრიარქ თეოფილე მესამეს თავმჯდომარეობით იერუსალიმის პენტარქიული საყდრის წმინდა სინოდის რეგულარული სხდომა ჩატარდა. განხილული საკითხები ეხებოდა საპატრიარქოს სამოძღვრო და ადმინისტრაციულ საკითხებს, სხვა საკითხებთან ერთად გადაწყდა ჯვრის მონასტრეში საღვთისმეტყველო სასწავლებლის აღდგენა. ამის გამო წმინდა სინოდმა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად სიონის მთის საპატრიარქო სკოლის დირექტორი არქიმანდრიტი მათე დანიშნა, რომელსაც დაევალა…

17.06.2022 | 15:53
“კონსტანტინეპოლის დედა ეკლესია საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავს და სხეულის ნაწილებს იკვეთს, რომ ავტოკეფალური ეკლესიები დააარსოს” – მსოფლიო პატრიარქი

სულთმოფენობის დღესასწაულზე, კონსტანტინოპოლში, სადაც მრავალწლიანი სქიზმის შემდეგ ოხრიდის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი აღდგა, მსოფლიო პატრიარქმა წირვა აღავლინა ოხრიდის მთავარეპისკოპოს სტეფანესთან ერთად. მსახურების ბოლოს, პატრიარქმა, წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის საფუძვლებით გაჯერებული სიტყვა წარმოსთქვა: ყოვლადსამღვდელო მთავარეპისკოპოსო ოხრიდისა, უფალო სტეფანე, თქვენს პატივცემულ ძმებთან ერთად, პატიოსანნო წარმომადგენლენო იერუსალიმის და კვიპროსის ეკლესიათა, უწმინდესნო და ღვთივკურთხეულნო ძმანო მღვდელმთავარნო, პატიოსანო ქალბატონო კონსულო, შვილნო ქრისტეს…

16.06.2022 | 17:26
პროექტი ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2022 წელი“

ა.წ. 15 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,დავითიანნი“-ს ყოველწლიური პროექტის ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2022“ გამოსაშვები საღამო გაიმართა. პროექტში ჩართული 40 სკოლიდან, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი. ფინალის თემად მიცემული ჰქონდათ ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა და მსოფლიო რელიგიების ისტორია. დაძაბულ პაექრობაში გაიმარჯვა 145-103-212- ე სკოლების ნაკრებმა გუნდმა და მოიპოვა ტაო-კლარჯეთის საგზური….

16.06.2022 | 16:25
ანდრია ჯაღმაიძე – მაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა

მაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა, – აღნიშნულია „ფეისბუქში“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის გვერდზე. „დღეს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული. მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც…

16.06.2022 | 16:22
სალომე ზურაბიშვილი – პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა

პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა. „პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი…

16.06.2022 | 16:18
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის პატრიარქი კირილი

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. „ბიბისის“ ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის, ასევე, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაყვანისა და გაშვილებისთვის. „ჩვენი სამიზნე არის პუტინის ომის ხელშემწყობები და დამნაშავეები, რომლებმაც უკრაინას წარმოუდგენელი ტანჯვა მიაყენეს, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის…

16.06.2022 | 16:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ქალბატონ მანანა ჩოგოვაძე-ჯიბლაძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს   ვემშვიდობებით განათლების სფეროში საერთაშორისო სივრცეში აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, გამორჩეულ ინტელიგენტს, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს. დაახლოებით 30 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ქვეყანა შეძრა, მისი შვილიც შეიწირა. ამ დროიდან სრულიად შეიცვალა ბატონი გოჩას და მისი ოჯახის ცხოვრება. ღრმა მწუხარებამ მოიცვა მათი სული, მაგრამ ღმერთი ჰპოვეს და…

Τα σημαντικότερα νέα