ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.06.2022 | 16:25
ანდრია ჯაღმაიძე – მაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა

მაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა, – აღნიშნულია „ფეისბუქში“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის გვერდზე. „დღეს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული. მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც…

16.06.2022 | 16:22
სალომე ზურაბიშვილი – პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა

პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა. „პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი…

16.06.2022 | 16:18
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის პატრიარქი კირილი

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. „ბიბისის“ ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის, ასევე, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაყვანისა და გაშვილებისთვის. „ჩვენი სამიზნე არის პუტინის ომის ხელშემწყობები და დამნაშავეები, რომლებმაც უკრაინას წარმოუდგენელი ტანჯვა მიაყენეს, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის…

16.06.2022 | 16:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ქალბატონ მანანა ჩოგოვაძე-ჯიბლაძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს   ვემშვიდობებით განათლების სფეროში საერთაშორისო სივრცეში აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, გამორჩეულ ინტელიგენტს, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს. დაახლოებით 30 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ქვეყანა შეძრა, მისი შვილიც შეიწირა. ამ დროიდან სრულიად შეიცვალა ბატონი გოჩას და მისი ოჯახის ცხოვრება. ღრმა მწუხარებამ მოიცვა მათი სული, მაგრამ ღმერთი ჰპოვეს და…

15.06.2022 | 17:08
2022 წლის 12 ივნისს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), სულთმოფენობის დღესასწაულთან

2022 წლის 12 ივნისს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვას მოება მწუხრის მსახურება და წაკითხული იყო მუხლმოდრეკის ლოცვები, რომლის დასრულების შემდეგ, ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს და მიულოცა დღესასწაული. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of…

15.06.2022 | 16:59
წმინდა მოწამენი ლუკილიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა (+270-275) – 3 ივნისი (16 ივნისი)

იმპერატორ აურელიანეს (270-275 წლები) ზეობისას ნიკომიდიის მმართველს, სილვანს მოახსენეს, – მოქალაქეთა უმრავლესობამ ზევსის და არესის თაყვანისცემაზე უარი თქვა და ქრისტიანობა მიიღოო, მათი რიცხვი კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს და მათ მაგალითს თვით წარმართმა ქურუმმა, ლუკილიანემაც მიბაძა და მეორე წელია, რაც ჩვენს ღმერთებს აღარ ესავსო! შლეგქმნილმა ხელმწიფემ მყისვე ბრძანა, – მსხვერპლ-შეწირვისთვის ყოველივე მოამზადეთ, ხოლო ვინც ლუკილიანეს აქ პირველი…

14.06.2022 | 17:25
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მადლი წმინდისა სამებისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს! დღეს ილოცება ბადუაშვილების გვარი. დალოცვილი იყავით! ჩვენთან არს ღმერთი! patriarchate.ge

14.06.2022 | 17:16
,,დავითიანნმა“ პროექტი ,,ჩემი წიგნი“ განახორციელა

ა.წ. 10 ივნისს სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ახალი პროექტის – „ჩემი წიგნი,“ – დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. პროექტის ფარგლებში თბილისის საჯარო და კერძო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა შექმნეს „საკუთარი“ წიგნის ყდის დიზაინი, სათაური და წინასიტყვაობა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს და პროექტში 50-ზე მეტი სკოლა ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე გადავიდა საუკეთესო 20 სკოლის…

10.06.2022 | 16:27
შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციასთან

2022 წლის 7 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიების ასოციაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ აჰიბ ნაგიევის, ხელმძღვანელობით. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ბატონი აგილ შირინოვი – აზერბაიჯანის თეოლოგიის ინსტიტუტის რექტორი, ქალბატონი ელნარა კარიმოვი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიების ასოციაციის სახელმწიფო კომიტეტის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ჯაჰანდარ ალიფზადე – აზერბაიჯანის…

Τα σημαντικότερα νέα