ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.02.2024 | 15:46
,,უფალი გვასწავლის, რომ… მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება…

ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს… უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს… სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ… უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული…” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს…

14.02.2024 | 15:42
საეკლესიო კალენდარი: 14 თებერვალი

14 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მოწამისა ტრიფონის, მოწამეთა: პერპეტუასი, სატირისა, რევოკატისა, სატორნილესი, სეკუნდესი და ფილიციტატასი ღირსი პეტრე გალატიელის ღირსი ვენდიმიანის, ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე ტრიფონი წმიდა მოწამე ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას…

14.02.2024 | 15:38
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის დასკვნა

ა.წ. 13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი). კომისისამ განიხილა რამდენიმე საკითხი. კერძოდ: 1….

13.02.2024 | 16:20
ლამპრობა – მირქმა-მიგებების დღესასწაულზე სანთლების კურთხევის წესი

ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში დაცულია ლამპართა კურთხევის წესი („კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაჲ ლამპრისა მიგებებასა“ დ ა. შ.). ცნობილია ამ კურთხევის სამი რედაქცია; ორი მათგანი X საუკუნის სინური ხელნაწერია, მესამე კი XVII-XVIII სს რამდენიმე პოსტათონური ხელნაწერი. სანთელთა კურთხევის ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი შეჯერებულია და ძირითადად მესამე, ყველაზე სრულ, ხელნაწერს ეყრდნობა.   სანთელთა კურთხევა ლოცვის (ან წირვის) დამთავრების…

13.02.2024 | 16:17
გილოცვთ მირქმის დამდეგ დღესასწაულს

მირქმა-მიგებების დღესასწაულის ძველი წესით აღნიშვნასთან დაკავშირებით მირქმა-მიგებების დღესასწაული ეს არის დიდი ზეიმი, – კაცობრიობის მხსნელის დაბადების შესახებ ტაძარში გაცხადებული პირველი მოწმობა. როგორც ცნობილია, ტაძარში მიყვანილ ახლადშობილ იესოს 40-ე დღეს მიეგება ძველი აღთქმის ერთ-ერთი რჩეული მსახური, – ღრმად მოხუცებულ წმინდა სვიმეონ წინასწარმეტყველი. მართალ სვიმეონს ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდისაგან, რომ არ აღესრულებოდა, ვიდრე მესიას არ იხილავდა; და, აი,…

13.02.2024 | 16:16
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანის გარდაცვალების გამო

კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს. მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა…

12.02.2024 | 17:38
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბ-ნ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო

წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი, – ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი, მომავალი თაობების აღმზრდელი ღირსეული პიროვნება. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა განუსვენოს მას. patriarchate.ge

12.02.2024 | 17:35
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მილოცვა საქართველოს პრემიერ მინიტრს, ბ-ნ ირაკლი კობახიძეს

მის აღმატებულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს   ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს. ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის. გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად.   ილია II…

12.02.2024 | 16:10
საქართველოს დედაქალაქის რუსულენოვანმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ცნობილი თანამემამულეების ხსოვნას

2024 წლის 8 თებერვალს, რუსი ქიმიკოსის, დიმიტრი მენდელეევის დაბადებიდან 190 წლისთავის დღეს, თბილისში, მის ძეგლთან, რომელიც საქართველოში ერთადერთია, პანაშვიდა შესრულდა. ღვთისმსახურების ბოლოს სიტყვით გამოსვლაში აღინიშნა, რომ მეცნიერის მემკვიდრეობა საერთო მონაპოვარია, ამიტომ არ შეიძლება საუბარი „რუსულ“ ან „ქართულ“ მეცნიერებაზე, არამედ ცოდნის საერთო საგანძურზე, რომელიც მთელ კაცობრიობას ეკუთვნის. 10 თებერვალს, ალექსანდრე პუშკინის ძეგლთან, რომლის გარდაცვალების თარიღი ამ…

Τα σημαντικότερα νέα