მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), სუპრასლის ეპისკოპოს ანდრიას (ბორკოვსკი) მიწვევით იმყოფება ვიზიტით პოლონეთში, რომლის ფარგლებშიც დღეს მონაწილეობა მიიღო ბიალისტოკისა და გდანსკის ეპარქიაში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის კურთხევაში და პირველ საზეიმო წირვაში, ასევე მსახურებაში მონაწილეობდნენ ბიალისტოკისა და გდანსკის მთავარეპისკოპოსი იაკობი (კოსტუჩუკი), ბელსკის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ხარკევიჩი) და სუპრასლის ეპისკოპოსი ანდრია (ბორკოვსკი). Melkhisedek…
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), სუპრასლის ეპისკოპოს ანდრიას (ბორკოვსკი) მიწვევით, რომელთან ერთადაც სწავლობდა ათენის უნივერსიტეტში, იმყოფება ვიზიტით პოლონეთში, რომლის ფარგლებშიც ქალაქ ბიალისტოკში მიიღო მონაწილეობა პოლონეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია იწყებს 5-თვიან ონლაინ ინტენსიურ კურსს “შესავალი მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში”. კურსის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ღვთისმეტყველებით დაინტერესებული პირებს ცოდნის ამაღლებაში და ის განკუთვნილია განურჩევლად ყველასთვის, შესაბამისად, ლექციები წარიმართება გასაგებ ენაზე. იმისათვის, რომ თითოეულმა პირმა შეძლოს მართლმადიდებლური თეოლოგიის ძირითადი პრინციპების გაგება, ამისათვის პროგრამა შედგენილია სათანადო დარგებითა და თემებით. კურსზე რეგისტრაცია 25 ოქტომბრის…
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, ეხმაურება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”-ს მიერ 2024 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიას, სახელწოდებით – „როგორ იქცა გელათის რესტავრაცია “შეუსრულებელ მისიად”. კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს პასუხი გასცეს აღნიშნული სტატიის მხოლოდ არსებით, პროფესიულ ნაწილს, რომელიც გელათის კედლის მხატვრობას ეხება და არ აპირებს შევიდეს სუბიექტური ვარაუდებისა თუ ცალკეული ჟურნალისტების კერძო მოსაზრებების განხილვაში. კედლის მხატვრობის…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან მეთორმეტე კვირას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან მეთორმეტე კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს – სულთმოფენობიდან მეთორმეტე კვირას; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს სახარებაში წაკითხული იყო, რომ უფალ იესო ქრისტესთან ერთხელ მივიდა მდიდარი ჭაბუკი და…
2024 წლის 12 სექტემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც უსინათლო და მხედველობადაქვეითებულთა საზოგადოების წარმომადგენლებმა ქვათახევის მონასტერი მოილოცეს, სადაც აგრეთვე გაიმართა ტრაპეზი და არაფორმალურ გარემოში მათ შეძლეს სასულიერო პირებთან მათთვის საინტერესო თემებზე საუბარი. ამავე დღეს ისინი სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების მუზეუმ-სასახლეშიც იმყოფებოდნენ, სადაც მათთვის შემეცნებითი საუბარი გაიმართა. sazu.ge
2024 წლის 12 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა აშშ-ში მოქმედი ქართველთა დიასპორული ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლისა” და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოღვაწე დიასპორების წარმომადგენლების ჯგუფი. ამ ადამიანების პირადი თავდადებითა და მრავალწლიანი შრომით სისტემატურად იმართება სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. მათი აქტივობები როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული და საქველმოქმედო თვალსაზრისით, თვისტომზე ზრუნვის ქრისტიანული წესის თვალსაჩინო მაგალითებია. საქართველოს საპატრიარქოში…
მართლმადიდებელი ეკლესია 12 სექტემბერს წმინდა ილია მართლის, წმინდა ალექსანდრეს, იოანეს და პავლე კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირს ქრისტეფორე რომაელის, ღირს ფანტინე სასწაულთმოქმედის ხსეებას და კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ილია მართალი ილია ჭავჭავაძე იყო, ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე…