საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან მეოცე კვირას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი sazu.ge
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია 26 ოქტომბერს ქრისტეს წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, პარასკევს, 24 ოქტომბრის საღამოს, თესალონიკში, წმინდა დიმიტრის სახელობის ტაძარში საგალობელთა (ენკომიების) ღვთისმსახურება აღესრულა, რომელსაც თესალონიკის მიტროპოლიტი ფილოთეოსი უძღვებოდა. ტიპიკონის თანახმად, ცისკარზე „აქებდითის“ წინ საგალობლები აღევლინა წმიდა დიდმოწამე დიმიტრის მიმართ, რის შემდეგაც ტაძრის შიგნით წმინდანის მადლმოსილი წმიდა ნაწილების ლუსკუმით ლიტანიობა ჩატარდა, განტევების…
დღეს, 24 ოქტომბერს მისი ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე რუმინეთის პატრიარქ დანიელის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია, რათა ბუქარესტში ახლად აგებული საკათედრო ტაძრის კურთხევის ცერემონიასა და მსოფლიო საყდრის მიერ რუმინეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან 140 წლისთავისადმი და საპატრიარქო პატივში აყვანიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს გაუწიოს თავმჯდომარეობა. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, მისმა ყოვლადუწმინდესობამ და რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ერთობლივი პროექტი, სამინისტროში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ამა წლის 22 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით აღმოსავლეთ სარდლობის კაპელანთა კორპუსის წარმომადგენელთათვის ფსიქო-სოციალურ საკითხებზე მორიგი ლექცია გაიმართა, რომელსაც ფსიქოლოგები უძღვებოდნენ. აღნიშნულ ლექციას მთავარი კაპელანი, დავით ლონდარიძეც ესწრებოდა. მიმდინარე ლექცია-სემინარები მიზნად ისახავს კაპელანის როლის გაძლიერებას,…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მისალოცი წერილი გაუგზავნა რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს რუსული სამყაროს XVII ასამბლეის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და სტუმრებს ძვირფასო ძმებო და დებო! გულთბილად მოგესალმებით ყველას, ვინც დღეს შეიკრიბა რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. თემა, რომელიც წლევანდელი შეხვედრის მთავარ თემად არის არჩეული, – „რუსული სამყაროს ფუნდამენტური წვლილი საერთაშორისო…
2025 წლის 22 ოქტომბერს, ბულგარეთის პარლამენტმა სკოლამდელი და სასკოლო განათლების შესახებ კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საგანი “რელიგია – მართლმადიდებლობა” საშუალო განათლების საფეხურზე სავალდებულო ხდება. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა თქმით, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება აღადგენს ქრისტიანული განათლების ტრადიციას, რომელიც ათეისტური რეჟიმის პირობებში შეწყვეტილი იყო. “მივესალმებით ხმის მიცემის დროს დეპუტატთა მხრიდან გამოვლენილ სიბრძნესა და პასუხისმგებლობას, რომელიც საშუალებას…
ამა წლის 20 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და შალვა ამონაშვილის აკადემიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მომავლის ქალაქ „მზიანეთში“, გაიმართა ,,ღირებულებითი განათლების” კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების ახალი ნაკადის მესამე ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს სემინარებს, არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა სკოლასა და მოსწავლეების განათლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. გარდა ამისა, ბატონმა შალვა ამონაშვილმა შეხვედრის მონაწილე სასულიერო…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში განახლდა გაცნობითი და საბაზო გადამზადების შეხვედრების ორგანიზება ეპარქიებში, რა დროსაც სასულიერო პირთათვის ჩატარდება ,,ღირებულებითი განათლებისა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების” შესახებ საბაზისო ტრენინგი. შეხვედრას, რომელიც ამა წლის 19 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ…
საქართველოს საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge