ამა წლის 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა. 20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს. sazu.ge
ამა წლის 4 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიიღო. სააგენტოს თავმჯდომარემ მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება, შემდეგ კი გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, ამოცანები და განხორციელებული პროექტები. მან განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული…
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულიწმინდის დღესასწაულს და წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, ღია ტრაპეზზე პარაკლისი აღავლინა. თანამსახურებდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი…
ამა წლის 31 მაისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგენით, მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა ეპარქიის მთავარხუცესი, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი სერაპიონ სამხარაძე. sazu.ge
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”
დღეს, 31 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სულთმოფენობას და ყოვლადწმინდა სამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. თანამსახურებდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი), წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), ნიკორწმინდელი…
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ღირს დავით გარეჯელის ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ამ წმინდა მონასტრის წინამძღვარო, მამა ილარიონ, მონასტრის მამებო და ძმებო, მამებო, დედებო, ძმებო და დებო! გილოცავთ დღევანდელ დღეს – ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენებას. ყოველთვის…
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირს დავით გარეჯელს მოიხსენიებს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
28 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს მამა დავით გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ დავითგარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისი აღავლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. ფოტო: ნინო სოზაშვილი sazu.ge