ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
02.10.2023 | 15:08
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბ-ნ შალვა მოსიძეს

ჭეშმარიტ ხელოვნებას არა აქვს საზღვარი, იგი ღვთივმომადლებული ენაა, რომელიც ყველას ესმის და ყველა პატივს სცემს. ამ ენასაც აქვს თავისი მიმართულებები, რომელთა შორის მუსიკა გამორჩეულად სიღრმისეული და მეტყველია, მრავალფეროვანი და მშვენიერია. ამ სფეროს დიდი წარმომადგენელია ჩვენი თანამედროვე მუსიკოსი, დირიჟორი და ქორმაისტერი ბ-ნი შალვა მოსიძე, რომლის წვლილი ქართული საგუნდო მუსიკის, ქართული საეკლესიო გალობისა და ქართული სამუსიკო განათლების…

02.10.2023 | 15:06
სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიხსნა XV საერთაშორისო სამეცნიერო-სასულიერო კონფერენცია „თანამედროვე ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო მეცნიერების აქტუალური საკითხები“

28 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში მუშაობა დაიწყო ორდღიანმა XV საერთაშორისო სამეცნიერო-სასულიერო კონფერენციამ „თანამედროვე თეოლოგიის და საეკლესიო მეცნიერების აქტუალური საკითხები“, – იუწყება სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პრეს-სამსახური. სამეცნიერო ღონისძიებამ, რომელიც ტრადიციულად იმართება ჩრდილოეთ დედაქალაქის სასულიერო სკოლის კედლებში, კიდევ ერთხელ შეკრიბა საეკლესიო და საერო მეცნიერები, სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების მასწავლებლები, სასულიერო და საერო უნივერსიტეტები, რათა განეხილათ თანამედროვე კვლევები…

29.09.2023 | 16:56
საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა შეხვედრა თემაზე: აფხაზეთი, – თანამედროვე რეალობა და გამოწვევები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, სამეცნიერო წრისა და საზოგადოების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები. შეხვედრა მიზნად ისახავდა აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტების განხილვას. სამწუხაროდ, ანტიქართულ ძალებთან საინფორმაციო ომში ჩაბმული ქართული მხარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს…

29.09.2023 | 15:16
არჩეულია იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღვარი

28 სექტემბერს ტოკიოში გაიმართა იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის რიგგარეშე კრება, რომელმაც მისი ახალი წინამძღვარი აირჩია. ახალარჩეული ტოკიოს მთავარეპისკოპოსი და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტი გახდა სენდაის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ცუჯიე), იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის სამიტროპოლიტო საყდრის ადგილმონაცვლე. ავტონომიის შესახებ იაპონიის მართლმადიდებლი ეკლესიის ტომოსის შესაბამისად, რომელიც მას 1970 წელს ებოძა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ 2023 წლის 28…

29.09.2023 | 15:14
იერუსალიმისა და რუსეთის ეკლესიების იერარქებმა გეთსიმანიაში ღვთისმშობლის საფლავზე ღვთისმსახურება აღასრულეს

26 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერლინ-გერმანიის ეპარქიის მმართველმა, რუზის მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვართან, ავილონის მთავარეპისკოპოს დოროთესთან ერთად (იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია) გეთსიმანიაში ღვთისმშობლის საფლავზე. საღმრთო ლიტურგია აღავლინა. იერარქებს თანამსახურება გაუწიეს იერუსალიმის საპატრიარქოს კლირიკოსებმა, მღვდელმონაზონმა ამბროსიმ (იგნატოვი), ქებრონში წმინდა მამამთავართა სახ. რუსეთის სასულიერო მისიის მეტოქიონის მეკლიტურმა პროტოდიაკონმა არჩილ ჩხიკვაძემ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ შედგა საუბარი….

28.09.2023 | 15:41
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას, – ბიზანტიის იმპერატორ წმინდა კონსტანტინეს დედის, წმინდა დედოფალ ელენეს, მიერ სამი საუკუნის შემდეგ იმ ჯვრის პოვნას, რომელზეც მაცხოვარი აწამეს. ეს დღე დიდად მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვიდეულის პარასკევის და იმ დანაშაულის გახსენების დღეა, რომელიც კაცთა მოდგმამ ჩაიდინა ღმერთის…

27.09.2023 | 13:30
III მსოფლიო კრების ხსენების დღეს ეფესოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში ლიტურგია აღევლინა

22 სექტემბერს, წმინდათა და მართალთა მშობელთა ღნრთისათა იოაკიმესა და ანას და III მსოფლიო კრების (431) ხსენების დღეს, მღვდელმა გიორგი სერგეევმა, რომელიც პასუხისმგებელია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს მორწმუნეების სულიერ გამოკვებაზე, ლიტურგია აღავლინა ეფესოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც თავის დროზე მსოფლიო კრება გაიმართა. მას თანამსახურება გაუწია მღვდელ ალექსი გოლოვინმა, რომელიც ანტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს თემის სულიერ გამოკვებაზე…

27.09.2023 | 13:28
ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი უნგრეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა

22 სექტემბერს უნგრეთის პარლამენტს ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი ეწვია. ვიზიტი შედგა „უნგრეთის პარლამენტის მლოცველთა ჯგუფში“ გაერთიანებული დეპუტატების მოწვევით. ჯგუფის მიზანი, როგორც მის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, არის „ქრისტიანული ღირებულებების დაცვის ხელშეწყობა უნგრეთსა და მთელს მსოფლიოში, მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, კონგრესებსა და სენატებს შორის, ღვთის სადიდებლად”. შეხვედრის გახსნისას, ჯგუფის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა დოქტორმა…

26.09.2023 | 17:25
26 სექტემბერი ქეთევანობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდება. წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აღუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე…

Τα σημαντικότερα νέα