ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
25.09.2023 | 17:22
27 სექტემბერს სრულდება 30 წელი სოხუმის დაცემიდან.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება წარმოდგენა “გამარჯობა აფხაზეთო შენი”, რომელიც იქნება ერთგვარი სიყვარულის გზავნილი ჩვენი აფხაზი თანამემამულეებისთვის. მისამართი: თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზი, რუსთაველის გამზ. 19 დასაწყისი: 19:00 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

22.09.2023 | 16:17
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე

“თუ ადამიანს არ გააჩნია სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება, როგორც წერდა წმინდა პავლე მოციქული: „ვისაც ქრისტეს სული არ გააჩნია (ქრისტეს სულში სწორედ სიმდაბლე იგულისხმება), ის არც არის მისი“ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს…

21.09.2023 | 16:36
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით

ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა. შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა….

20.09.2023 | 12:44
უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით

2023 წლის 19 სექტემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებით გამოვიდა. გულის ტკივილით მივიღე ცნობა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებისა და კვლავ გაჩაღებული დაპირისპირების შედეგად პირველადი მსხვერპლის შესახებ. ათწლეულების მანძილზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ღონეს ხმარობს ამ ღვთივკურთხეულ მიწაზე მშვიდობის აღსადგენად, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერ ლიდერებთან ერთად ხელს…

19.09.2023 | 15:55
ორგანიზებით, მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადების მეორე ეტაპი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც სასულიერო და საერო პირებს ლექცია-სემინარები უტარდებათ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს, 2023 წლის 18 სექტემბერს, საპატრიარქოში მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც გაიმართა სემინარი სახელწოდებით: “ღირებულებითი განათლება“, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების მხარდამჭერი პროგრამის კონსულტანტი, მანანა ჯინჭარაძე უძღვებოდა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან…

18.09.2023 | 13:46
მოსკოვში დონელის მონასტერში ლოცვით პატივი მიაგეს მონასტერში დაკრძალულ ქართული სამეფო და სათავადო გვარების წარმომადგენელთა ხსოვნას

16 სექტემბერს მონასტრებისა და მონაზვნების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ქ. მოსკოვის დონელის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარმა, კაშირის მიტროპოლიტმა თეოგნოსტემ მონასტრის დიდ საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. მიტროპოლიტ თეოგნოსტეს ლოცვა-კურთხევით დონელის მონასტერში უკვე ტრადიციულ ღვთისმსახურებაზე მიიწვიეს ქართული თემის სასულიერო პირები და ერისკაცები, რათა პატივი მიეგოთ მონასტრის სრეტენიის (მირქმის) ტაძარში დაკრძალული ქართული სამეფო და სათავადო გვარების წარმომადგენელთა ხსოვნას….

18.09.2023 | 13:41
ქკსკ-ის ეგიდით ჩებოქსარში II ქრისტიანული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება

2023 წლის 18–21 სექტემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, ჩებოქსარში გაიმართება II ქრისტიანული ახალგაზრდული ფორუმი. ღონისძიების თემა, რომელიც ტარდება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის ეგიდით, არის „ქრისტიანი ახალგაზრდობა სოციალურ სამსახურში“. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები, სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები რუსეთის რეგიონებიდან, რომლებიც აქტიურ სოციალურ პოზიციას იკავებენ, – იუწყება ქკსკ-ის (ХMKK) ვებგვერდი. ღონისძიების გაცხადებული მიზნებია…

15.09.2023 | 15:20
ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 13 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ა(ა)იპ ,,დიასპორის სახლი“-ს წარმომადგენლებთან. მიღებას ესწრებოდნენ აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქ-ნი ინა ასანიძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი), საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და ქართველი ემიგრანტები ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან. მეუფე საბამ და სამღვდელოებამ შეხვედრის მონაწილეებს…

14.09.2023 | 15:32
14 სექტემბერი – საეკლესიო ახალი წელი, ინდიქტიონი

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმიდა ეკლესია “ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, “აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, ეს პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა ორმა მოვლენამ განაპირობა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა…

Τα σημαντικότερα νέα