2023 წლის 30 აგვისტოს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და შემოქმედებითი სტუდია “5+2”-ის ორგანიზებით, მარტვილის საზოგადოებრივ სკვერში წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელის მწერლის, ო. ჰენრის ნაწარმოების, “მოგვთა საჩუქრების“ მიხედვით, ლევან წულაძისა და მანანა კაზაკოვას მიერ დადგმული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები: თამარ ბუხნიკაშვილი და ბესო ბარათაშვილი. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
წირვა ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში. 2023 წლის 11 სექტემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკმა (ხაჩიძე), წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით, წირვა შეასრულა ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, წირვის დასასრულს მოეწყო ლიტანიობა ტაძრის გარშემო, რომლის დასასრულს მეუფემ ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and…
სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა. უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტიურად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა. დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური (გიორგი) გუჯაბიძის, ასევე ქალბატონ თინათინ რუხაძის გარდაცვალების გამო, რომელნიც ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა. აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ…
ნინო სოზაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
2023 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და შემოქმედებითი სტუდია “5+2”-ის ორგანიზებით, №5 (ქალთა) დაწესებულებაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა. ქალმა პატიმრებმა ჯაზ-კვარტეტის წევრებთან ერთად მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს და სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს. წარმოდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო…
2023 წლის 28 აგვისტოს ღვისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ათონის წმინდა მთაზე კიდევ ერთი ქართული სავანე გაიხსნა, რომელიც წმინდა ათანასე დიდის ლავრას ექვემდებარება და იურისდიქციით მსოფლიო საპატრიარქოს ეკუთვნის. აღნიშნული სავანე ქართველი ათონელი მონაზონ ილარიონის ინიციატივითა და უშუალო ძალისხმევით დაასრდა და აშენდა. ფინანსური დახმარება ქართველმა მორწმუნეებმა გაუწიეს. მთავარი ტაძარი საქართველოს ეკლესიის ეპიაკოპოსმა ნიკორწმინდელმა ვახტანგმა აკურთხა. ღამისთევის მსახურება ქართულ…
იწყება სამოცდამერვე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე…
გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი! patriarchate.ge
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.08.2023წ. 29 აგვისტოს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისა და ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქს, სან-პაულოსა და სრულიად ბრაზილიის მიტროპოლიტ დამასკინს შორის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ იერარქის თანმხლები სან-პაულოს მიტროპოლიის სასულიერო პირი, მღვდელი პაისი დიასი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი…