ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.09.2023 | 18:33
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე (28.08.2023)

გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი! patriarchate.ge

04.09.2023 | 18:21
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს შეხვდა

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.08.2023წ. 29 აგვისტოს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისა და ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქს, სან-პაულოსა და სრულიად ბრაზილიის მიტროპოლიტ დამასკინს შორის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ იერარქის თანმხლები სან-პაულოს მიტროპოლიის სასულიერო პირი, მღვდელი პაისი დიასი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი…

11.08.2023 | 17:21
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს,…

10.08.2023 | 17:22
როდესაც შოვში მომხდარ უბედურებაში მთავარი ამბავი ტრაგედიაა, უნდა ვიყოთ ერთსულოვანნი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ხშირად ტრაგედია აერთიანებს ადამიანებს. ვისურვებდით, ერთსულოვანნი ვიყოთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის და იმ გმირების პატივის საგებად, რომლებმაც თავი დასდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აგვისტოს ომსა და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პანაშვიდი ჩატარდა. „15 წელი შესრულდა აგვისტოს ომის დასაწყისიდან და დღეს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა…

09.08.2023 | 17:37
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამადლობელი წერილი რომის პაპს

მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს, თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა….

09.08.2023 | 17:35
სრულიად საქართველოს პატიარქის მიმართვა აგვისტოს ომთან დაკავშირებით

15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ. საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია! ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია, სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა. შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით,…

08.08.2023 | 14:55
პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიუსამძიმრა 3 აგვისტოს შოვში მომხდარ მეწყერთან დაკავშირებით, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საყვარელო ძმაო და ღვთის საყდართან თანამსახურო! მიიღეთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან…

08.08.2023 | 14:53
სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სამძიმარი გამოუცხადა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სამძიმრის წერილი გაუგზავნა შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. გზავნილში ნათქვამია: თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! მწუხარებით შევიტყვე შოვში მეწყერის საშინელი შედეგების შესახებ. ღრმა და წრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მხურვალე ლოცვებს აღვუვლენ ყოვლადმოწყალე უფალს მიცვალებულთა სულების განსასვენებლად ადგილსა…

07.08.2023 | 14:20
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება რაჭაში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის გამო

რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვილი. patriarchate.ge

Τα σημαντικότερα νέα