მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო. რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა…
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი! patriarchate.ge
გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,, იცანი” ორგანიზებით იმართება. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 31 ივლისს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასთან არსებულ „ჯარის ბანაკში” გაიმართა, წარმოდგენილი იყო სპექტაკლი, რომელიც წმინდა ამბროსი აღმსარებელს (ხელაია) მიეძღვნა. ფოტო: ლუკა გალდავა საქართველოს საპატრიარქოს…
2023 წლის 28 ივლისს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), წმიმდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღესთან დაკავშირებით, მოილოცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კახორის წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარი, მეუფემ აღავლინა სავედრებელი პარაკლისი, ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და მიულოცა დღესასწაული. Melkhisedek Khachidze მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და შემოქმედებითი სტუდიის, “5+2″ ორგანიზებით იმართება. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 24 ივლისს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასთან არსებულ „ჯარის ბანაკში” გაიმართა, წარმოდგენილი იყო ილია ჭავჭავაძის “განდეგილის” მიხედვით, რეჟისორ თემო კუპრავას მიერ დადგმული სპექტაკლი “ილია და თეატრი”,…
14 ივლისს წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოში წარმატებით ჩაიარა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია) დისერტაციის დაცვამ ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. დისერტაციის თემაა «„ვახანის ქვაბების“ წეს-განგება: ადგილი და მნიშვნელობა ძველ ქართულ სამონასტრო ტრადიციაში“». ნაშრომი ეძღვნება ერთ-ერთი უძველესი ქართული მონასტრის – ცნობილი ვახანის მონასტრის (ვახანის მღვიმეების) წეს-განგების (ტიპიკონის) შინაარსისა და ფორმირების…
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, უკვე 5 წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: ,,ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომელიც მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს კეთილგანწყობა და აღადგინოს მეგობრული ურთიერთობები ქართველებსა და ოსებს შორის. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17–26 ივლისს, ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა (საზაფხულო ბანაკი), სადაც 40 ქართველმა და ოსმა ახალგაზრდამ…
მიმდინარე კონკურსი: კონკურსი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიური პერსონალისთვის ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში (პოლონეთი) ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/08/2023 – 20/09/2023 ცხადდება კონკურსი თსას-ის აკადემიური პერსონალისთვის ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში (პოლონეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად! კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: თსას-ის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მინიჭებული აქვს თეოლოგიის დოქტორის…
14 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიება მიეძღვნა ქართული წიგნის ისტორიის ორ მნიშვნელოვან თარიღს – პირველი სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნისა (1643 წელს მარიო მაჯიომ იტალიაში დასტამბა „ქართული ენის გრამატიკა“) და პირველი ქართული სტამბის შექმნას (1708 წელს ვახტანგ VI-ის თაოსნობით). ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტთა აკადემიური პერსონალის ავტორობითა…