21/02/2024 21/02/2024 დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ პიროვნებას, დიდ ქართველსა და ლეგენდარულ მოჭიდავეს, – ბატონ ლევან თედიაშვილს. ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, მრავალ სპორტულ მიღწევასთან ერთად, იგი დარჩება ვაჟკაცობის სიმბოლოდ, როგორც ეს ფილმებში, – ,,ხარება და გოგია“ და ,,მეოთხე ბრაიტონშია“. შევთხოვთ ღმერთს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მოანიჭოს ლოცვის ძალა და განამტკიცოს რწმენამ...
21 Φεβρουαρίου, 2024 - 16:37

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო

დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ პიროვნებას, დიდ ქართველსა და ლეგენდარულ მოჭიდავეს, – ბატონ ლევან თედიაშვილს.

ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, მრავალ სპორტულ მიღწევასთან ერთად, იგი დარჩება ვაჟკაცობის სიმბოლოდ, როგორც ეს ფილმებში, – ,,ხარება და გოგია“ და ,,მეოთხე ბრაიტონშია“.

შევთხოვთ ღმერთს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მოანიჭოს ლოცვის ძალა და განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ არის სიცოცხლის დასასრული, არამედ დასაწყისია მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა ვემზადებოდეთ.

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

 

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων