01/03/2024 01/03/2024 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით: ▪️ ,,ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით. ▪️ პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს, ადამიანისთვის, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე საუბარი. გარდა ამისა, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა. ▪️ გაუგებარია, რას...
01 Μαρτίου, 2024 - 17:21

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით:

Διαδώστε:

▪️ ,,ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით.
▪️ პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს, ადამიანისთვის, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე საუბარი. გარდა ამისა, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.
▪️ გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისვე, როგორც ეკლესიის მხრიდან” პროდასავლური რიტორიკის მიყოლის” შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია ,,ახლოსაა ძალასთან”?
▪️ სამწუხაროა, ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს”.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων