18/03/2025 18/03/2025 მის უნეტარესობას იოანეს, მიტროპოლიტს ტირანისა და მთავარეპისკოპოსს სრულიად ალბანეთისა თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის მეთაურად გამორჩევას. ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სულიერი ძალა და სიბრძნე თქვენზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობის აღსრულებისთვის, რათა იყოთ ღირსეული გამგრძელებელი უნეტარესი ანასტასიოსის ღვაწლისა. ვიმედოვნებთ, თქვენი საჭეთმპყრობლობის დროს ჩვენს ეკლესიებს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება...
18 Μαρτίου, 2025 - 16:24

კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ალბანეთის ეკლესიის ახალ მეთაურს

Διαδώστε:
კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ალბანეთის ეკლესიის ახალ მეთაურს

მის უნეტარესობას იოანეს,
მიტროპოლიტს ტირანისა და
მთავარეპისკოპოსს სრულიად ალბანეთისა

თქვენო უნეტარესობავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის მეთაურად გამორჩევას.

ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სულიერი ძალა და სიბრძნე თქვენზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობის აღსრულებისთვის, რათა იყოთ ღირსეული გამგრძელებელი უნეტარესი ანასტასიოსის ღვაწლისა.

ვიმედოვნებთ, თქვენი საჭეთმპყრობლობის დროს ჩვენს ეკლესიებს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება და თქვენი მწყემსმთავრობა იქნება ნაყოფიერი და სულიერი სიხარულის მომტანი როგორც თქვენი სამწყსოსთვის, ისე საერთოდ მართლმადიდებლობისთვის.

გეწეოდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων