21/03/2025 21/03/2025 2025 წლის 14 მარტს საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ორგანიზებით, თბილისის სასულიერო სემინარიის I კურსის სტუდენტები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. აღნიშნული გასვლითი ღონისძიება მიეძღვნა 1956 წლის 9 მარტს რუსთაველის გამზირზე, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლთან, განვითარებულ მოვლენებსა და იქ დაღუპულ პირთა ნათელ ხსოვნას. ბატონმა სერგომ დეტალურად მოუთხრო სტუდენტებს ქალაქის სხვადასხვა უბანში 9 მარტს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ....
21 Μαρτίου, 2025 - 16:32

1956 წლის 9 მარტი

Διαδώστε:
1956 წლის 9 მარტი

2025 წლის 14 მარტს საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ორგანიზებით, თბილისის სასულიერო სემინარიის I კურსის სტუდენტები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. აღნიშნული გასვლითი ღონისძიება მიეძღვნა 1956 წლის 9 მარტს რუსთაველის გამზირზე, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლთან, განვითარებულ მოვლენებსა და იქ დაღუპულ პირთა ნათელ ხსოვნას. ბატონმა სერგომ დეტალურად მოუთხრო სტუდენტებს ქალაქის სხვადასხვა უბანში 9 მარტს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ. იმ დღეს ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე დაარბიეს, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებით; მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი, ისროდნენ ავტომატებიდან, ტყვიამფრქვებებიდან, დაიღუპა 15 ადამიანი და დაიჭრა 54, ზოგი წყაროს მიხედვით კი, მსხვერპლი ბევრად უფრო დიდი იყო. სტუდენტებმა მოინახულეს ყველა ის ადგილი, სადაც 69 წლის წინ აღნიშნული ტრაგედია დატრიალდა.
ბატონი სერგოს მონათხრობი ისტორიებიდან სტუდენტებისთვის ბევრი რამ უცნობი აღმოჩნდა. მან ვრცელი, ამომწურავი პასუხი გასცა სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων