ეროვნულ არქივში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ამა წლის 22 აპრილს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიძღვნილი გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც მომზადდა ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსის, ქალბატონი ქეთევან ასათიანის ხელმძღვანელობით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მრავალმხრივი მოღვაწეობის ამსახველი ფოტო მასალა, ასევე ის შესამოსელი, რომელიც მას ემოსა 1977 წლის 25 დეკემბერს, აღსაყდრების დღეს.
შეკრებილთ სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა პაატა სალიამ. პატრიარქის ღვაწლისა და მისი უწმინდესობისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის შესახებ ისაუბრეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა თეონა იაშვილმა და ისტორიკოსმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
პატრიარქის ნათლულების მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდა მისი უწმინდესობის მიერ შექმნილი საგალობლები: „წმინდაო ღმერთო,“ „ალილუია“, „დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო“.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი გამოფენის დათვალიერებას მსურველები მაისის ბოლომდე შეძლებენ.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










