ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის
ახლოვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელიც შედგება ამა წლის 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.
ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი “ბეიჯები”.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 809 005
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა – 2026 წლის 10 მაისი
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










