12/05/2026 12/05/2026 საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს. როგორც საელჩო აღნიშნავს, ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს. „შეერთებული შტატები გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი...
12 Μαΐου, 2026 - 14:17

აშშ-ის საელჩო – აშშ გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს შიო III-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით, ეს ისტორიული მოვლენაა

Διαδώστε:
აშშ-ის საელჩო – აშშ გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს შიო III-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით, ეს ისტორიული მოვლენაა

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს.

„შეერთებული შტატები გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მსოფლიოს უძველეს ქრისტიანულ ეკლესიათა შორის ერთ-ერთთან, თანამშრომლობას საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების განხორციელებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων