11/09/2026 11/09/2026 ბატონი ნუგზარ უბერის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა განსაკუთრებული მისია და პასუხისმგებლობაა, პედიატრია კი მედიცინის ის სფეროა, რომელიც, პროფესიულ ცოდნასა და გულისხმიერებასთან ერთად, ბავშვების გამორჩეულ და თავდაუზოგავ სიყვარულს გულისხმობს. უკვე მრავალი წელია ამ სულისკვეთებით ემსახურება საყვარელ საქმეს ბატონი ნუგზარ უბერი – სახელოვანი ექიმი და მეცნიერი, უბერთა სამედიცინო გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პედიატრთა...
11 Σεπτεμβρίου, 2026 - 17:51

კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბატონი ნუგზარ უბერის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით

Διαδώστε:
კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბატონი ნუგზარ უბერის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით

ბატონი ნუგზარ უბერის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით

ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა განსაკუთრებული მისია და პასუხისმგებლობაა, პედიატრია კი მედიცინის ის სფეროა, რომელიც, პროფესიულ ცოდნასა და გულისხმიერებასთან ერთად, ბავშვების გამორჩეულ და თავდაუზოგავ სიყვარულს გულისხმობს.

უკვე მრავალი წელია ამ სულისკვეთებით ემსახურება საყვარელ საქმეს ბატონი ნუგზარ უბერი – სახელოვანი ექიმი და მეცნიერი, უბერთა სამედიცინო გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პედიატრთა არაერთი თაობის აღმზრდელი.

ხანგრძლივი პროფესიული მოღვაწეობის გზაზე მან ბევრი მნიშვნელოვანი ჯილდო და საპატიო წოდება დაიმსახურა, თუმცა ყველაზე ძვირფას აღიარებად მაინც იმ ადამიანთა მადლიერება და სიყვარული რჩება, რომელთა ჯანმრთელობაზეც იგი წლების განმავლობაში ერთგულად ზრუნავს.

აღსანიშნავია მისი წვლილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის მშენებლობაში.

გულითადად ვულოცავთ მას 80 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას მრავალი კეთილი და ღვთივსათნო საქმის აღსასრულებლად.
ღმერთმა დალოცოს ბატონი ნუგზარი და მისი ოჯახი.

შიო III

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων