მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები და დელეგაციების ხელმძღვანელები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
ამა წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III და პრეშოვის მთავარეპისკოპოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი.
სტუმრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების ხელმძღვანელები, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
მთავრობის მეთაურმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის მოსალოცად ჩამობრძანებისთვის.
კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა სახელმწიფოს მხრიდან ქრისტიანული ფასეულობების მხარდაჭერის მნიშვნელობა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი.
ფოტო: საქართველოს მთავრობა
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










