09/11/2026 10/11/2026 ამა წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ აღინიშნა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავი, ასევე, სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნიდან 15 წელი და ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) მღვდელმთავრად კურთხევიდან 30 წლისთავი. ამ დღესთან დაკავშირებით ეპარქიაში იმყოფებოდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო...
09 Νοεμβρίου, 2026 - 17:58
Τελευταία ενημέρωση: 10/11/2026 - 18:03

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავისა და სამტრედიის საკათედრო ტაძრის გახსნის 15 წლისთავის აღნიშვნა

Διαδώστε:
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავისა და სამტრედიის საკათედრო ტაძრის გახსნის 15 წლისთავის აღნიშვნა

ამა წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ აღინიშნა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავი, ასევე, სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნიდან 15 წელი და ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) მღვდელმთავრად კურთხევიდან 30 წლისთავი.

ამ დღესთან დაკავშირებით ეპარქიაში იმყოფებოდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, რომელმაც სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძრის ეზოში გაიხსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წმინდა ფილიმონ ქორიძის სახელობის სალოტბარო სკოლის ახალი შენობა, რომელიც ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) ძალისხმევით აიგო.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, მიტროპოლიტი საბა, სხვა სასულიერო პირები, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და სხვა სტუმრები.

სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა საეკლესიო საგალობლები და ხალხური სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიების ბოლოს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დალოცა, წარმატებები უსურვა და საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადასცა.

„ისე კარგად მღერიან და ცეკვავენ, რომ წასვლა აღარ გვინდა, კიდევ გვინდა, მოგისმინოთ და გიყუროთ. დიდი მადლობა ყველას!

მეუფე საბა, ბატონო გიორგი, თქვენ მშვენივრად გესმით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული გალობისა და სიმღერის გადარჩენას სულიერი ცხოვრების გადარჩენისა და აღორძინების საქმეში. ამიტომ უკვე მრავალი წელია ამ საქმეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ თქვენს ეპარქიაში.

ახლა ბატონმა გიორგიმ შემახსენა, რომ ორმოცდაათამდე სალოტბარო სკოლაა საქართველოში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას.

ეს ფილიმონ ქორიძის – წმინდა ფილიმონ მგალობლის სახელობის სკოლაა, როგორც ვიცით.

დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფლის სიტყვები თავგანწირვის შესახებ: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და შემომიდგეს მე“ (ლკ. 9, 23).

აი, ბავშვებო, ასეთი თავგანწირვის მაგალითი იყო წმინდა ფილიმონ ქორიძე. მან გადადო, მიატოვა თავისი შესანიშნავი კარიერა, საოპერო ხელოვნების დიდი ოსტატი იყო და თავისი ცხოვრება შესწირა ქართული გალობისა და სულიერების გადარჩენას და ასეთი ნაყოფი გვაქვს დღეს – ათასობით საგალობელია გადარჩენილი! იგი დადიოდა სოფლებში, იწერდა და მთელი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა. დღეს მეუფე საბა და, რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი აგრძელებენ წმინდა ფილიმონ ქორიძის საქმეს.

გილოცავთ! დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისთვისაც, მეუფე, უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

შეგეწიოთ, ძვირფასო ბავშვებო, ამ სკოლის ძვირფასო პედაგოგებო, წმინდა ფილიმონ ქორიძის მადლი და ლოცვა, წმინდა ფილიმონი შეეწიოს ამ ეპარქიას და სრულიად საქართველოს, ამინ!
დიდ წარმატებებს გისურვებთ!“, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
თავის მხრივ, მიტროპოლიტმა საბამ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს ეპარქიაში ჩაბრძანებისათვის.
აღსანიშნავია, რომ სალოტბარო სკოლა მიტროპოლიტმა საბამ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად 8 წლის წინ დააარსა, ახალი შენობა სწორედ მეუფის ძალისხმევით აიგო და მას წმინდა ფილიმონ ქორიძის სახელი მიენიჭა.

მოამზადა თამარ ასათიანმა
ფოტო: ნინო სოზაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων