13/11/2026 13/11/2026 ამა წლის 12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა და ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების კოორდინატორები 20 ეპარქიიდან. ამავე დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღნიშნული შეხვედრის მონაწილეები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროგრამის მნიშვნელობასა და მიზნებს. მისმა უწმინდესობამ სასულიერო პირები დალოცა, მისცა დარიგებები, მოისმინა...
13 Νοεμβρίου, 2026 - 16:56

‘ღირებულებითი განათლების’ კლუბების კოორდინატორების შემაჯამებელი ტრენინგი და შეხვედრა პატრიარქთან

Διαδώστε:
‘ღირებულებითი განათლების’ კლუბების კოორდინატორების შემაჯამებელი ტრენინგი და შეხვედრა პატრიარქთან

ამა წლის 12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა და ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების კოორდინატორები 20 ეპარქიიდან.

ამავე დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღნიშნული შეხვედრის მონაწილეები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროგრამის მნიშვნელობასა და მიზნებს.

მისმა უწმინდესობამ სასულიერო პირები დალოცა, მისცა დარიგებები, მოისმინა მათგან „ღირებულებითი განათლების“ კლუბებში მიმდინარე სწავლების შესახებ და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ამავე დღეს საპატრიარქოში ჩატარდა შეხვედრა ფსიქოლოგთან, რის შემდეგაც სასულიერო პირებს „ღირებულებითი განათლების“ კლუბების კოორდინატორის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლუბების საქმიანობა დადებით გამოხმაურებას იწვევს არა მხოლოდ მოზარდების, არამედ მშობლებისა და სკოლის დირექციისგანაც.

თავის მხრივ სასულიერო პირებმაც დიდი კმაყოფილება გამოთქვეს მიმდინარე პროცესის გამო.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოში მსგავსი შეხვედრა წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων