29/01/2020 29/01/2020 აქამდე რომ არ შეუჩერდა, ეს არის გასაკვირი, – ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების უფლების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მამა ანდრია სარიას საუბარი და ქცევა სასულიერო პირისთვის შესაფერისი არაა. “აქამდე რომ არ შეუჩერდა, ეს არის გადაკვირი, იმიტომ რომ, ისე ლაპარაკობს, ისე იქცევა, არაა ეს შესაფერისი სასულიერო პირისთვის....
29 Ιανουαρίου, 2020 - 13:16
Τελευταία ενημέρωση: 29/01/2020 - 13:18

მეუფე ნიკოლოზი მღვდელმონაზონ ანდრია სარიაზე – აქამდე რომ არ შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება, ეს არის გასაკვირი

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი მღვდელმონაზონ ანდრია სარიაზე – აქამდე რომ არ შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება, ეს არის გასაკვირი

აქამდე რომ არ შეუჩერდა, ეს არის გასაკვირი, – ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების უფლების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მამა ანდრია სარიას საუბარი და ქცევა სასულიერო პირისთვის შესაფერისი არაა.

“აქამდე რომ არ შეუჩერდა, ეს არის გადაკვირი, იმიტომ რომ, ისე ლაპარაკობს, ისე იქცევა, არაა ეს შესაფერისი სასულიერო პირისთვის. პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ შეუჩეროს და შეუჩერა. თუ გონს მოეგება და ასე აღარ მოიქცევა, როგორც იქცევა…”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ანდრია სარია საარქივო მასალებს იძიებდა, მეუფემ განაცხადა, რომ “ჩვეულებრივ სასულიერო პირს უშიშროების მასალებთან არ აქვს წვდომა”.

“როგორ იძიებდა, სად არის ეს საარქივო მასალები? მე მაინტერესებდა საარქივო მასალები, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს, ჩვეულებრივ სასულიერო პირს უშიშროების მასალებთან არ აქვს არავითარი წვდომა. საიდან აქვს ანდრია სარიას წვდომა უშიშროების მასალებზე?!”,- განაცხადა მეუფემ.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων