28/01/2021 28/01/2021 ბავშვებისთვის რამდენიმე ლოცვის წაკითხვაც საკმარისია. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ამ ლოცვებს ისინი ხალისით და ყურადღებით კითხულობდნენ და არა ძალდატანებით და გონებაგაფანტვით. მარხვის დაცვაც მსუბუქად მართებთ პატარებს. ვახშამი უმჯობესია მოკრძალებული სუფრით შემოიფარგლოს. მშობლებმა ბავშვებში ღვთისადმი კრძალვა და სიყვარული უნდა გააღვივონ. ტაქტიკა უნდა შეცვალონ თუ თავიანთი მეცადინეობით ბავშვს კანონებისადმი ზიზღი უჩნდება. აღსარებაზე მოსვლის დრო უმჯობესია ბავშვის...
28 Ιανουαρίου, 2021 - 20:15
Τελευταία ενημέρωση: 28/01/2021 - 23:13

ბავშვებმა ზიარების წინ რამდენი ლოცვა წაიკითხონ?

Διαδώστε:
ბავშვებმა ზიარების წინ რამდენი ლოცვა წაიკითხონ?

ბავშვებისთვის რამდენიმე ლოცვის წაკითხვაც საკმარისია. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ამ ლოცვებს ისინი ხალისით და ყურადღებით კითხულობდნენ და არა ძალდატანებით და გონებაგაფანტვით. მარხვის დაცვაც მსუბუქად მართებთ პატარებს. ვახშამი უმჯობესია მოკრძალებული სუფრით შემოიფარგლოს. მშობლებმა ბავშვებში ღვთისადმი კრძალვა და სიყვარული უნდა გააღვივონ. ტაქტიკა უნდა შეცვალონ თუ თავიანთი მეცადინეობით ბავშვს კანონებისადმი ზიზღი უჩნდება.

აღსარებაზე მოსვლის დრო უმჯობესია ბავშვის გონებრივი განვითარებით განისაზღვროს, ვიდრე მისი ასაკით. აქაც ყურადღებაა საჭირო, რომ აღსარება ბავშვებს ფორმალობად არ ექცეთ. მშობლებს ბავშვები აღსარებაზე ზოგჯერ ძალდატანებითაც მიჰყავთ. აიძულებენ მოძღვრის წინაშე თქვან თავიანთი დანაშაულები თუ ცელქობანი. ასეთი მიდგომაც არასწორია, რადგან ბავშვები აღსარებას სკოლის დირექტორთან კაბინეტში გამოცხადებად უფრო აღიქვამენ, ვიდრე მოსიყვარულე მამასთან მისვლას.

 

წყარო: მღვდელი ლევან მექოშვილი
წიგნი „მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა“

ambioni.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων