30/01/2021 31/01/2021 ეკლესიების განადგურება, მღვდელმსახურთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი შეკრებები და ქრისტიანობის ხისტი “ჩინეთიზაცია” – ასეთია ჩინეთის ხელისუფლების სამოქმედო ელემენტები ეკლესიასთან მიმართებაში, მიიჩნევს “Open Doors” -ი. ორგანიზაციის ქრისტიანული ქველმოქმედების სტრატეგიული მკვლევარის, დოქტორ რონ ბოიდ-მაკმილანის განცხადებით, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, პრეზიდენტ სი ძინპინის მეთაურობით, უფრო და უფრო აღელვებს ქვეყანაში ქრისტიანთა რაოდენობის მატება. სწორედ ეს გახლავთ ეკლესიებთან მიმართებით...
30 Ιανουαρίου, 2021 - 19:43
Τελευταία ενημέρωση: 31/01/2021 - 0:47

2030 წლისათვის ჩინეთში ქრისტიანთა რაოდენობამ შესაძლოა 300 მილიონს მიაღწიოს

Διαδώστε:
2030 წლისათვის ჩინეთში ქრისტიანთა რაოდენობამ შესაძლოა 300 მილიონს მიაღწიოს

ეკლესიების განადგურება, მღვდელმსახურთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი შეკრებები და ქრისტიანობის ხისტი “ჩინეთიზაცია” – ასეთია ჩინეთის ხელისუფლების სამოქმედო ელემენტები ეკლესიასთან მიმართებაში, მიიჩნევს “Open Doors” -ი.

ორგანიზაციის ქრისტიანული ქველმოქმედების სტრატეგიული მკვლევარის, დოქტორ რონ ბოიდ-მაკმილანის განცხადებით, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, პრეზიდენტ სი ძინპინის მეთაურობით, უფრო და უფრო აღელვებს ქვეყანაში ქრისტიანთა რაოდენობის მატება. სწორედ ეს გახლავთ ეკლესიებთან მიმართებით ხისტი პოლიტიკის მიზეზი.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერები ფიქრობენ, თუკი ქრისტიანობა უწინდელი ტემპებით განაგრძობს ზრდას, რეჟიმისთვის რეალური საფრთხე იქნება. 1980 წლიდან დღემდე ქრისტიანთა რაოდენობა ყოველწლიურად 7-8 % -ით იზრდება და ამ მონაცემებით, 2030 წლისათვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქრისტიანების რიცხვი 300 000 000 ადამიანს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაჩნდება იმდენად დიდი სოციალური ჯგუფი, რომელსაც შეეძლება “ბრძოლაში გამოიწვიოს” კომუნისტური ხელისუფლება. სწორედ ეს აიძულებს მმართველ ძალას მიმართოს პრევენციულ ღონისძიებებს”.

ორგანიზაცია “Open Doors” -ის მონაცემებით, 2020 წლისათვის ჩინეთი მე-17 ადგილს იკავებს მსოფლიოში, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად იდევნებიან.

 

— nikodimoscentre.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων