12/02/2021 12/02/2021 უბრალო წამალი რომ მიაწოდოთ თქვენს შვილს, ამაზე შეიძლება, ცხრა ექიმთან გადარეკოთ და იქიდან გამომდინარე იმსჯელოთ. დაახლოებით ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ, – განაცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ ექიმები უნდა ჩამოყალიბდნენ. „ვაქცინასთან დაკავშირებით ისევ იმავე აზრზე ვართ – ეს არის ნების თავისუფლება. როგორ შეიძლება, მე გითხრათ, გინდა თუ არა...
12 Φεβρουαρίου, 2021 - 17:13

მეუფე მიქაელი: ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ ექიმები უნდა ჩამოყალიბდნენ

Διαδώστε:
მეუფე მიქაელი: ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ ექიმები უნდა ჩამოყალიბდნენ

უბრალო წამალი რომ მიაწოდოთ თქვენს შვილს, ამაზე შეიძლება, ცხრა ექიმთან გადარეკოთ და იქიდან გამომდინარე იმსჯელოთ. დაახლოებით ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ, – განაცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ ექიმები უნდა ჩამოყალიბდნენ.

„ვაქცინასთან დაკავშირებით ისევ იმავე აზრზე ვართ – ეს არის ნების თავისუფლება. როგორ შეიძლება, მე გითხრათ, გინდა თუ არა ეს გააკეთე ან გინდა თუ არა ის გააკეთე?! ან მე ვინ მეტყვის, გინდა თუ არა ეს გავაკეთო?! ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ ის პროფესიონალი კომპეტენტური პიროვნებები, რომელთაც ეწოდებათ ექიმები. ეს თემა ჯერ მსოფლიოში არ დალაგებულა. ჩვენ მივდივართ ისევ იქ, რომ ყველაფერი უნდა დამტკიცდეს და ჩამოყალიბდეს. უბრალო წამალი რომ მიაწოდოთ თქვენს შვილს, ამაზე შეიძლება, ცხრა ექიმთან გადარეკოთ და იქიდან გამომდინარე იმსჯელოთ. დაახლოებით ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

 

imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων