არჩილ თალაკვაძე – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მონაპოვარია, რომელიც ყველას გვაერთიანებს
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მონაპოვარია, რომელიც ყველას გვაერთიანებს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა. მისი თქმით, ავტოკეფალიის აღდგენის დღე უდიდესი წარმატება და მიღწევაა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იღწვოდნენ და რომელიც კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის ღვაწლით დაგვირგვინდა.
“ჩვენს თანამოქალაქეებს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს და სასულიერო პირებს ვულოცავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ყველას გვაერთიანებს და გვაძლევს რწმენას, რომ ერთიანობით, გულწრფელი მოღვაწეობით და სამშობლოს სიყვარულით ყველაზე დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია. რწმენა, ერთიანობა და ღირებულებათა დაცვა არის ის რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება”,-აცხადებს თალაკვაძე.
— ipn.ge
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










