სერბეთის საპატრიარქო ტახტის ყოფილი მოსაყდრე, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
მღვდელმთავარმა კორონავირუსული ინფექცია მსუბუქი გართულებებით, მოსაყდრეობისას გადაიტანა.
69 წლის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალების შემდგომ აირჩიეს მოსაყდრედ და მისი თავმჯდომარეობით გაიმართა სერბეთის საპატრიარქო არჩევნები. ახალი პატრიარქის პორფირეს არჩევა-აღსაყრებისთანავე, მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი ავტომატურად გათავისუფლდა მოსაყდრეობიდან.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










