“საქართველოს საპატრიარქომ კაზანტიპის ფესტივალში ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო”
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და “კაზანტიპის” დამფუძნებელი გიორგი სიგუა იმ სკანდალს იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ “კაზანტიპს” ახლდა.
“მივედი საპატრიარქოში და იმ მეუფეებს, რომლებიც მდევნიდნენ კაზანტიპის გამო, ანაკლიაში, ვუთხარი, მეგობრებო, ხომ ნახეთ, ცეცხლის წვიმა არ წამოვიდა, ხომ ნახეთ, ცეცხლის სვეტი არ შემოვიდა და ზღვა არ დაიწვა. ძმებო, ვეუბნები, კარგი, მოდი, მე და თქვენ გავაკეთოთ ბიზნესი, ამას ვეუბნები წმინდა სინოდის წევრებს, ფული იშოვება აქ, ამაში და ამაში, 2 მილიონი დოლარი და მაშოვნინეთ 2 მილიონი დოლარი-თქო. ზუსტად სამ დღეში, ხელში მქონდა 2 მილიონი დოლარი, ნაღდი ფული, საპატრიარქოს დახმრებით GEM Fest-ის გენარული ინვესტორი გახდა წყალი „სნო“, რომლის ოფიციალური თანამესაკუთრე გახლდათ საპატრიაქრო. ეს ყველაფერი ძალიან ადვილი შესამოწმებელია საჯარო რეესტრში, ხოლო ის კომპანია, ორმელიც აწარმოებდა და დისტრიბუციას უკეთებდა სნოს, რომელსაც თავის მხრივ, წილში ოფიციალურად ჰყავდა საქართველოს მართმადიდდებლური ეკლესიის საპატრიარქო, გახდა GEM Fest-ის დამფუძნებელი, “GEM Fest ინტერნეიშენალის” 80 %-ის მფლობელი, 20% – მე. 2 მილიონი დოლარი ნაღდი ფული საპატრიარქოს წმინდა სინოდის ინვესტიცია გამოვიტანეთ ხარებავების ოფისიდან, დიღომშია. გავაკეთეტ GEM Fest-ი. ამის შემდეგ ძალიან გაეზარდათ მადა თქვენს მეუფეებს და წყლის დალევის გარდა სხვა რაღაცების ყიდვა მოიდნომეს, მათ შორის, კლუბური ნარკოტიკების, შემიძლია გვარებიც დაგისახელოთ მეუფეების, რომლებიც ე.წ. კრიშას უკეთებენ ბარიგებს საქართველოში. მეუფეებმა გამიხურეს საქმე, არ ვყიდი მე ამ ნარკოტიკს, კი, ვიღაცა ყლაპავს ექსტაზს და ვიღაცამ რაღაცა შეიძლება იყნოსოს, მაგრამ არ ვყიდი, ბატონო და არ ვერევი. ერთ წელიწადზე მეტი გაგრძელდა ჩვენი პარტნიორობა და შემდეგ გავეყარეთ”, – აცხადებს გიორგი სიგუა.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










