08/07/2021 08/07/2021  ქრისტესა ღმერთსა შევვედროთ          (4/7/2021)  ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ყოველდღიური მიმართვა ეკლესიისა მორწმუნეებისადმი, მონაწილეობისა ღვთისმსახურებაში არის ,,… თავი ჩვენი, ერთმანეთი და მთელი ჩვენი ცხოვრება ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ”. მორწმუნეებს ღვთისმსახურებისაგან ესმით ეს იმდენად ხშირად (ათამდე დილისა და საღვთო ლიტურღიის დროს), რომ ბევრი სვამს შეკითხვას-რა საჭიროა ამდენი გამეორება? გამეორება გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მორწმუნისათვის...
08 Ιουλίου, 2021 - 12:43

 ქრისტესა ღმერთსა შევვედროთ

Διαδώστε:
 ქრისტესა ღმერთსა შევვედროთ

 ქრისტესა ღმერთსა შევვედროთ
         (4/7/2021)

 ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ყოველდღიური მიმართვა ეკლესიისა მორწმუნეებისადმი, მონაწილეობისა ღვთისმსახურებაში არის ,,… თავი ჩვენი, ერთმანეთი და მთელი ჩვენი ცხოვრება ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ”. მორწმუნეებს ღვთისმსახურებისაგან ესმით ეს იმდენად ხშირად (ათამდე დილისა და საღვთო ლიტურღიის დროს), რომ ბევრი სვამს შეკითხვას-რა საჭიროა ამდენი გამეორება?

გამეორება გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მორწმუნისათვის მიანდოს მთლიანად თავისი სიცოცხლე ღმერთსა და უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს. მოცემული ჩვენი სურვილი, მივანდოთ მთლიანად ჩვენი ცხოვრება ქრისტეს, გამოხატულია ლოცვაშიც საღვთო  ლიტურღიაში უფლისადმი მიმართულ ლოცვის წინ: ,,შენ გავედრებ მთელს ჩვენ ცხოვრებას და იმედს კაცთმოყვარე მეუფეო…” კაცთმოყვარე უფალო, შენი იმედი გვაქვს და შენ გავედრებთ მთელს ჩვენს ცხოვრებას.

ამ სიტყვებიდან გამომდინარე ჩვენ ვაღიარებთ, რომ არ გაგვაჩნია არაფერი საკუთარი, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, ხორცი ჩვენი და სული ჩვენი-არის უფლის (1 კორ 6,15-20). ჩვენ უფლის ქმნილებები ვართ და როდესაც ადამიანი დაშორდა თავის შემქმნელს, მაშინ ძემ ღვთისამ ჩვენმა, როგორც კვლავ წერს ღვთივშეგონებული პავლე, გამოგვისყიდა ჩვენ თავისი მართალი სისხლით, რაც შეუფასებელი ღირსებაა (1 კორ. 6,19-20,7,23). აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვეკუთვნით ჩვენ თავს, არამედ-ღმერთს.

თუმცა-ღა ღმერთს არ სურს მის გვერდით ვიყოთ ჩვენი სურვილის წინააღმდეგ. მას სურს, რომ ჩვენ მთლიანად თავისუფალი ნებით გადავწყვიტოთ ვეკუთნოდეთ მას, ქმედებით გამოვხატოთ ის, რომ გვსურს მთლიანად ჩვენი ,,მე,” ,,მთელი ჩვენი ცხოვრება”, მივანდოთ მის უძლიერესს და მზრუნველ ხელებს.

 სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ადამიანებს, ყოველდღიური ცხოვრების სიბნელეებით შეპყრობილები, ავიწყდებათ ღმერთი და ცდილობენ თვითნებურად განთავისუფლდნენ ურიცხვი მწუხარებისა და სიბნელეებისაგან, რომლებიც აიძულებენ მათ იტანჯებოდნენ და წუხდნენ. და როდესაც ვერ უმკლავდებიან სიბნელეებს, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და იმედგაცრუებულები არიან.

როგორი განსხვავებულია ქრისტიანების მდგომარეობა, რომლებიც, ყოველ მძიმე ჟამს ყველაფერს უკეთ აკეთებენ, რაც მათ ძალებს შესწევთ, მაგრამ ამავდროულად თავიანთ იმედს კაცთმოყვარე უფალზე ამყარებენ რწმენით, რომ იგი დალოცავს მათ მცდელობას. რამდენ სიმშვიდესა და ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ, როდესაც მთლიანად ვანდობთ თავსა და მომავალს უფლის ნებას და გვაქვს რწმენა, რომ ღმერთი, რომელიც მთლიანად სიყვარულია, ჩვენ დაგვეხმარება.

 მნიშვნელოვან დადასტურებას ვპოულობთ პეტრე მოციქულის სიტყვებში: ,,ყოველივე ზრუნვა თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქვენთვის (1 პეტ. 5,7). ანუ უფალი ზრუნავს ჩვენზე და ვაინტერესებთ ჩვენ. არ იდარდოთ არაფერზე, რამე თუ კაცთმოყვარე უფალი თავად იჩენს დაინტერესებას ჩვენს მიმართ და ჩვენს პრობლემებზე. წმინდა წერილი, ძველი და ახალი აღთქმა სავსეა მაუწყებლობით ადამიანების დასახმარებლად ღმერთის საოცარი ჩარევით, რომლებიც ითმენდნენ განსაცდელს, შიმშილს, წყურვილს, უსამართლობას, მტრებს და ყველანაირ გასაჭირს. გავიხსენოთ ებრაელის სასწაული გადასვლა წითელ ზღვაზე, ღვთიური მანანა და მწყრები, რომლებიც ყოველ დღე 40 წლის განმავლობაში უგზავნიდა იგი ზეციდან. 5 პური და ორი თევზი, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აკურთხა და ისინი იმდენად გამრავლდნენ, რომ დაანაყრა ხუთიათასი კაცი, ქალი და ბავშვები, რომლებიც არ იყვნენ აღწერილები და სავსე ნარჩენები! და ეს ყველაფერი კი მოხდა ადამიანთა თხოვნით. უფალი თავად ხედავდა ხალხს რაც ესაჭიროებოდა და ისწრაფოდა მათ დასახმარებლად, რადგან იგი ზრუნავს ჩვენზე.

,,ჩვენი თავი და ერთმანეთი,”-არა მარტო თავად ჩვენ, არამედ ისინიც ვინც ჩვენს გარშემოა, ვისთანაც სიყვარულით ვართ შეერთებულები, ჩვენ უნდა მივენდოთ უფლის სიყვარულსა და მზრუნველობას. ჩვენ უნდა მივანდოთ თავი, ჩვენი შვილები, ოჯახი, ჩვენი ცხოვრება მთლიანად ქრისტეს, რომელსაც როგორც ღმერთს შეუძლია გაგვიყვანოს ცეცხლზე და ქარიშხალზე უვნებლად. კურთხეული ღმერთი, როდესაც მას მივაშურებთ, ყველაფერს აგვარებს საუკეთესოდ.

თუმცა ძალიან ხშირად აუცილებელია ყურადღება და მოთმენა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლებიც ჩვენთვის სასიკეთო იქნება. როდესაც ღმერთი აყოვნებს რომ გაგვათავისუფლოს მძიმე მდგომარეობისაგან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ვავიწყდებით, ღმერთს არასოდეს ავიწყდება, იგი ისეთი არაა როგორც ჩვენ, ადამიანები. იგი მოთმენით ელოდება რომ დროულად ჩაერიოს შესაბამის მომენტში, რომ ამან მოგვიტანოს უფრო მეტი სარგებელი.

მაშინ როცა სიძნელეებმა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, გვეჩვენება გადაულახავად, არ უნდა აგვაფორიაქოს ძალიან. ,,შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ” (ლუკა 18, 27). ამაში თავად იესო ქრისტემ დაგვარწმუნა. არ არის არაფერი შეუძლებელი ყოვლისშემძლე და ყველაზე ბრძენი ღმერთისთვის.

როდესაც გვეჩვენება, რომ უფალმა მიგვატოვა და არ მოდის დასახმარებლად, უნდა შევიმოწმოთ თავი, ჩვენი მცირედმორწმუნეობა და ღვთისადმი უნდობლობა ხომ არ არის მიზეზი, რომლებიც უფლის წყალობას უშლის ხელს.

  ჭეშმარიტად, ძნელი აღსაქმელია, რომ ჩვენს გვერდით არის ყოვლისშემძლე ღმერთის ძალა, რომელიც აღემატება მთელი ქვეყნის ადამიანურ ძალას, რომელიც მზადაა მოვიდეს დასახმარებლად და გამოგვიყვანოს ყველანაირი მძიმე ცხოვრებისეული ჩიხიდან და ჩვენ ადამიანური უსუსურობის გამო, მცირედმორწმუნეობის გამო არ შეგვიძლია მივიღოთ საქველმოქმედო ქმედება უძლიერესი სიყვარული უფლისა ჩვენისა.

  საყვარელო ძმებო და დებო, ყოველ ჯერზე როდესაც გვესმის მღვდლის მოწოდება ,,თავი ჩვენი, ერთმანეთი და მთელი ჩვენი ცხოვრება ქრისტე ღმერთსა შევვედროთ,” მივანდოთ თავი ქრისტეს, ყველა ჩვენი შეშფოთება, შიში, განგაში და გასაჭირი და მივცეთ მას უფლება გადაწყვიტოს იმ გზით, რომელსაც თავად თვლის საჭიროდ, რომელიც ჩვენთვის იქნება უფრო კარგი.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων