24/02/2022 24/02/2022 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას ეხმაურება და საჯაროდ გმობს. უცვლელად გთავაზობთ მეუფე საბას განცხადებას: “მინდა გამოვეხმაურო და საჯაროდ დავგმო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში! მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და...
24 Φεβρουαρίου, 2022 - 15:32
Τελευταία ενημέρωση: 24/02/2022 - 15:33

“მინდა საჯაროდ დავგმო რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში!” – ჩრ. ამერიკის ეპისკოპოსი საბა

Διαδώστε:
“მინდა საჯაროდ დავგმო რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში!” – ჩრ. ამერიკის ეპისკოპოსი საბა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას ეხმაურება და საჯაროდ გმობს.

უცვლელად გთავაზობთ მეუფე საბას განცხადებას:

“მინდა გამოვეხმაურო და საჯაროდ დავგმო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში!

მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ვგმობ უკრაინაში წამოწყებულ ომს, ომს რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის მხოლოდ და მხოლოდ ტკივილის და ცრემლის მომტანია!

ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია 21-ე საუკუნეში ცივილეზებულ სამყაროს უწევდეს იმ გამოწვევასთან გამკლავება და თანამედრივე რესურსის ხარჯვა, რაც ომს და მის შემდგომ კრიზისს ახლავს!

მე და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ღვთივდაცული ეპარქია, სამღვდელო და სამონაზვნო დასი აღვავლენთ ლოცვებს მრავალმოწყალე ღმერთის მიმართ, რათა შეწყდეს ომი და დამყარდეს მსოფლიოში მშვიდობა! ამინ

ჩრ. ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)”.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων