ამ ეტაპზე განვკვეთეთ რუსი მღვდლები, შემდეგი იქნება მღვდელმთავრები – ალექსანდრიის საპატრიარქო
მას შემდეგ რაც მოსკოვის საპატრიარქო აფრიკის კონტინენტზე უკანონოდ შეიჭრა და იქ საეგზარქოსო დაარსა, ალექსანდრიის საპატრიარქომ მოსკოვის საპატრიარქოს მიმართა რათა დაუყონებლივ გაეწვია თავისი სამღვდელოება აფრიკიდან, სამწუხაროდ მოსკოვმა ალექსანდრიის პატრიარქის მოთხოვნა არ გაითვალისწინა რასაც ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა შემდეგნაირად უპასუხა:
1. ალექსანდრიის საპატრიარქომ აფრიკაში შეჭრილ სამღვდელოებას შეუჩერა მღვდელმოქმედება და მიიწვია აპოლოგიაში.
2. წმინდა სინოდმა დაუმორჩილებელი რუსი მღვდლები სრულად ერისკაცობამდე გაკნკვეთა.
შეგახსენებთ ალექსანდრიის საპატრიარქოს მსგავსი პრობლემა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიასაც უდგას (რუსი მღვდლები შემოჭრილნი არიან აფხაზეთსა და ცხინვალში), მიუხედავად ამისა და ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოს საპატრიარქო არ მოქმედებს და დუმილს ინარჩუნებს.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










