მონოზონ ელენეს (ლიდა ჯანაშვილის) გარდაცვალების გამო
ა.წ. 4 აპრილს ღვთივ განისვენა მონოზონმა ელენემ, _ ლიდა ჯანაშვილი.
იგი სრულიად ახალგაზრდა ჰერეთიდან, საინგილოდან, ჩამოვიდა და თავისი ცხოვრება ეკლესიას 35 წლის წინ დაუკავშირა, საიდანაც 30 წელი საქართველოს საპატრიარქოს დედათა მონასტერში გაატარა.
იყო თავისი მხარის დიდი გულშემატკივარი, ყოველთვის გამოირჩეოდა გულისხმიერიებითა და მოყვასისადმი თანადგომით.
ვუსამძიმრებთ სოფ. ალიბეგლოს მკვიდრთ, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ უფალს, რომ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს.
დედა ელენე დღეს, 6 აპრილს, დაიკრძალება შინდისის წმ. თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










