11/04/2022 11/04/2022 გამოთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ბ-ნ ანზორ დოლენჯაშვილის გარდაცვალების გამო. მან დააარსა და ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა ჰერეთის სოფელ ალიბეგლოს წმ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულ სახალხო თეატრს და ამასთან მოამზადა ნიადაგი სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნებისთვის. თავისი დაუღალავი შრომით ბ-მა ანზორმა უდიდესი წვლილი შეიტანა ამ მხარის სულიერ-კულტურულ ცხოვრებაში, რაც, სამწუხაროდ, სათანადოდ დაფასებული არ არის. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის,...
11 Απριλίου, 2022 - 20:43

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

გამოთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ბ-ნ ანზორ დოლენჯაშვილის გარდაცვალების გამო.

მან დააარსა და ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა ჰერეთის სოფელ ალიბეგლოს წმ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულ სახალხო თეატრს და ამასთან მოამზადა ნიადაგი სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნებისთვის.

თავისი დაუღალავი შრომით ბ-მა ანზორმა უდიდესი წვლილი შეიტანა ამ მხარის სულიერ-კულტურულ ცხოვრებაში, რაც, სამწუხაროდ, სათანადოდ დაფასებული არ არის.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან აცხოვნოს იგი და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ბ-ნ ანზორისთვის ლოცვის ძალა.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων