ილარიონ ალფეევი კვიპროსის ეკლესიის მეთაურს, უნეტარეს ქრიზოსტომოსს შეხვდა
2022 წლის 12 მაისს, რუსეთუს ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, კვიპროსის და ახალი იუსტინიანის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა.
შეხვედრა შედგა ნიქოზიაში, სადაც მიტროპოლიტი ილარიონი რუსეთის ეკლესიის სახელით მონაწილეობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წინამოსამზადებელ ასამბლეაში.
აღსანიშნავია, რომ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა მიიწვია ვახშამზე, რომლის დროსაც გაიმართა აზრთა გაცვლა მართლმადიდებლური ურთიერთობის პერსპექტივაზე.
ორმა იერარქმა ასევე ისაუბრა რუსეთისა და კვიპროსის ეკლესიებს შორის ორმხრივ კონტაქტებზე, რომელიც კვიპროსის ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარების შემდეგ შეწყდა.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ილარიონ ალფეევს შეახსენეს უკრაინის საკითხის გადასაწყვეტად მისი შუამავლობითი მცდელობებიც.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










