30/06/2022 30/06/2022 2022 წლის 28 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა საანგარიშო ხასიათის იყო და მასზე ისაუბრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განვლილი საქმიანობის, ნაკლოვანებებისა და წარმატებების შესახებ. სასულიერო პირებმა მუშაობის პროცესში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და იმსჯელეს შემდეგ თემებზე: საღვთისმეტყველო-საგანმანათლებლო გადაცემების მომზადების სპეციფიკა, მედიასივრცეში არსებული...
30 Ιουνίου, 2022 - 15:28

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მორიგი სამუშაო შეხვედრა

Διαδώστε:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მორიგი სამუშაო შეხვედრა

2022 წლის 28 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრა საანგარიშო ხასიათის იყო და მასზე ისაუბრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განვლილი საქმიანობის, ნაკლოვანებებისა და წარმატებების შესახებ.
სასულიერო პირებმა მუშაობის პროცესში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და იმსჯელეს შემდეგ თემებზე: საღვთისმეტყველო-საგანმანათლებლო გადაცემების მომზადების სპეციფიკა, მედიასივრცეში არსებული სირთულეები, აუდიტორიის თავისებურებანი, კრიტიკა. ასევე მოხდა საეკლესიო ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მცირე ანალიზი.
შეხვედრის ბოლოს სასულიერო პირებმა ისაუბრეს გასული კვირის სასულიერო შინაარსის გადაცემებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზებზე და ამ ტიპის გადაცემების მონიტორინგისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაისახა შესაბამისი სამსახურის გააქტიურება.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων