26/08/2022 26/08/2022 ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის თეოდორე II-ის კურთხევითა და ინიციატივით, ძველი კაიროს ბერძნული სასაფლაოს წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრის მოპირდაპირედ, გამოიყო ადგილი მოციქულთასწორისა და ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოსთვის, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა; კურთხევა კი ოქტომბრის თვეში განხორციელდება. აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე). ჩვენის მხრიდან გვსურს,...
26 Αυγούστου, 2022 - 20:19

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ინიციატივით კაიროში წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო აიგო

Διαδώστε:
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ინიციატივით კაიროში წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო აიგო

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის თეოდორე II-ის კურთხევითა და ინიციატივით, ძველი კაიროს ბერძნული სასაფლაოს წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრის მოპირდაპირედ, გამოიყო ადგილი მოციქულთასწორისა და ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოსთვის, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა; კურთხევა კი ოქტომბრის თვეში განხორციელდება.

აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე).

ჩვენის მხრიდან გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარეს პაპსა და პატრიარქ თეოდორეს, რომელმაც ამ აქტით გამოხატა თავისი სიყვარული და პატივისცემა  საქართველოს ეკლესიისადმი.

ვფიქრობთ, ეს სამლოცველო  დიდ სიხარულს მიანიჭებს ქართველ მომლოცველთ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ეგვიპტეს, განსაკუთრებით კი წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარს, რათა თაყვანი-სცენ წმიდა გიორგის სასწაულმოქმედ ხატს.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων