სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოპერის მომღერლები მიიღო
.წ. 12 სექტემებრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სხვადასხვა თაობის სოლისტები, რომელთაც შეასრულეს არიები როგორც ქართული, ისე უცხოური ოპერებიდან.
შეხვედრაზე აღინიშნა მუსიკის განსაკუთრებული როლი ადამიანის ცხოვრებაში და ასევე რთული პერიოდების დაძლევაში.
მომღერლებმა მის უწმინდესობას მასპინძლობისთვის და ქართული მუსიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










