07/12/2022 07/12/2022 ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მარაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ...
07 Δεκεμβρίου, 2022 - 17:19

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბახმუტთან გარდაცვლილი ქართველების გამო

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბახმუტთან გარდაცვლილი ქართველების გამო

ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მარაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ.

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων