13/12/2022 13/12/2022 გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით იმართება. მორიგი საღამო 2022 წლის 8 დეკემბერს ქ. რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა წმინდა ილია მართალს (ჭავჭავაძეს), რომელიც 1987 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის წარდგინებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანთა დასში შერაცხა....
13 Δεκεμβρίου, 2022 - 16:50

წმინდა ილია მართლისადმი მიძღვნილი საღამო

Διαδώστε:
წმინდა ილია მართლისადმი მიძღვნილი საღამო

გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით იმართება.
მორიგი საღამო 2022 წლის 8 დეკემბერს ქ. რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა წმინდა ილია მართალს (ჭავჭავაძეს), რომელიც 1987 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის წარდგინებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანთა დასში შერაცხა.
შემეცნებით საღამოზე წმინდანის მრავალმხრივ და ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრეს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ, საღამო მიჰყავდა მსახიობ ზვიად დოლიძეს.
ღონისძიება კლასიკური მუსიკის ფონზე წარიმართა და შესრულდა ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და საოპერო პარტიები.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων