13/04/2023 13/04/2023 ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღესრულება. წირვის დასრულების შემდეგ, სამეუფო წირვაზე ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც მღვდელმთავარი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს. დიდ ხუთშაბათს, დღის ბოლოს, ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა....
13 Απριλίου, 2023 - 16:51

ვნების კვირის დიდი ხუთშაბათი – რა მსახურებები აღესრულება ტაძრებში

Διαδώστε:
ვნების კვირის დიდი ხუთშაბათი – რა მსახურებები აღესრულება ტაძრებში

ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღესრულება. წირვის დასრულების შემდეგ, სამეუფო წირვაზე ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც მღვდელმთავარი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს.

დიდ ხუთშაბათს, დღის ბოლოს, ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა, თავის მოწაფეებთან ერთად, ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων