ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები დოქტორი ნიკოლოზ კოპალეიშვილი და არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე მონაწილეობას იღებენ საზაფხულო სკოლაში, რომელიც 2-12 ივლისს იმართება საბერძნეთის ქალაქ ვოლოსში.
საზაფხულო სკოლის თემატიკაა თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი მართლმადიდებლური თეოლოგიის პერსპექტივიდან და მისი ორგანიზატორია ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემია Volos Academy for Theological Studies.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები სკოლაში მონაწილეობენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, რომელსაც ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა ამა წლის იანვარში ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმით.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










