10/07/2023 10/07/2023 ა.წ. 8 ივლისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მუშაობა განაახლა უპოვართა სატრაპეზომ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და თანადგომით დაარსებული სატრაპეზო წლების განმავლობაში ემსახურებოდა სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს, თუმცა პანდემიის გამო დროებით შეაჩერა ფუნქციონირება. სატრაპეზო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითინნის“ ორგანიზებით, საერთაშორისო მართმადიდებლური ორგანიზაცია IOCC-ისა და პატრიარქის ფონდ ,,მოწყალე სამარიტელის“ ფინანსური მხარდაჭერით განახლდა და თანამედროვე სტანდარტებით...
10 Ιουλίου, 2023 - 17:00

პატრიარქის კურთხევით სამების ტაძრის უპოვართა სატრაპეზომ მუშაობა განაახლა

Διαδώστε:
პატრიარქის კურთხევით სამების ტაძრის უპოვართა სატრაპეზომ მუშაობა განაახლა

ა.წ. 8 ივლისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მუშაობა განაახლა უპოვართა სატრაპეზომ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და თანადგომით დაარსებული სატრაპეზო წლების განმავლობაში ემსახურებოდა სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს, თუმცა პანდემიის გამო დროებით შეაჩერა ფუნქციონირება.

სატრაპეზო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითინნის“ ორგანიზებით, საერთაშორისო მართმადიდებლური ორგანიზაცია IOCC-ისა და პატრიარქის ფონდ ,,მოწყალე სამარიტელის“ ფინანსური მხარდაჭერით განახლდა და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა.

პირველ ეტაპზე იგი მოემსახურება 150 ადამიანს.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων