გამოვიდა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ ახალი ნომერი
გამოვიდა სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და საეკლესიო-საზოგადოებრივი ჟურნალის „ეკლესია და დრო“ მორიგი (102-ე) ნომერი, რომელსაც ერთობლივად გამოსცემენ ერთის მხრივ ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა, და მეორეს მხრივ – საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება.
პირველი საღვთისმეტყველო თავი კარი იხსნება არქიმანდრიტ დამიანეს (ცვეტკოვიჩი) სტატიით „ქრისტიანული ერთობა, როგორც წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოლოზის (ველიმიროვიჩი) ინიციატივა“. მასში წარმოდგენილია წმინდა ნიკოლოზის ინიციატივები ქრისტიანთა გაერთიანების თაობაზე, რომლებიც მან 1920 წელს ინგლისში თავის ქადაგებებსა და ლექციებში გააჟღერა.
ამავე საღვთისმეტყველო თავში, დ.ე. არაკელიანის სტატიაში წამოჭრილია „ერთნაირსქესიანთა კავშირების“ საღვთისმეტყველო პრობლემა ინგლისის ეკლესიაში. 2023 წლის 9 თებერვალს ინგლისის ეკლესიის გენერალურმა სინოდმა „ერთნაირსქესიანთა კავშირების“ კურთხევის გადაწყვეტილება მიიღო. სტატიის ავტორი განიხილავს ამის მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებს ქორწინების შესახებ ანგლიკანური სწავლების შუქზე, ასევე პოლემიკას ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების კურთხევისთვის ლოცვების გამოყენებასთან დაკავშირებით.
შემდეგი სტატია – „მე-20 საუკუნის კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში დოქტრინალური მეინსტრიმისა და მისი პარალელური მიმდინარეობების თანაარსებობა“ – ეკუთვნის მღვდელ ანტონ ბორისოვს, სადაცის ის განიხილავს 19-მე საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის პერიოდში კათოლიკური ღვთისმეტყველების სფეროში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან მიმდინარეობებსა და ავტორების კონცეფციებს.
თავი „ღვთისმეტყველება“ სრულდება მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორის, ღვთისმეტყველების დოქტორის, ზვენიგოროდის ეპისკოპოს კირილეს ნაშრომით „ეკლესიოლოგიური პრობლემები თანამედროვე მართლმადიდებელთაშორისო ურთიერთობებში“. სტატია ეძღვნება ეკლესიოლოგიის სფეროში კონსტანტინოპოლის ეკლესიის ღვთისმეტყველების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნების ფორმირებისა და ანალიზის პროცესის შესწავლას.
რუბრიკას – „ეკლესიის ისტორია“ ხსნის მოსკოვის სასულიერო აკადემიის ფილოლოგიის კათედრის ასისტენტის, ღვთისმეტყველების მაგისტრის ე.გ. მალიუტას სტატია „გრიგოლი ტურელის მოწმობები გალიის ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრების შესახებ: საკითხის შესწავლისათვის“. ავტორი იკვლევს ეპისკოპოს გრიგოლ ტურელის შემოქმედებით მემკვიდრეობას. მისი ყურადღების ცენტრშია მე-6 საუკუნის დასავლელი წმინდანის ნაშრომთა მნიშვნელობა გალიკანური ღვთისმსახურების შესწავლის საქმეში.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საზღვარგარეთის დაწესებულებების სამდივნოს თანამშრომლის, წმინდანთა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ასპირანტის, ვ.პ. ფროლოვის სტატია – „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობები და მეტოქიონები ალექსანდრიისა და ანტიოქიის საპატრიარქოების საზღვრებში (1988-2013 წწ.)“ – აგრძელებს რუბრიკას „ეკლესიის ისტორია“. სტატიაში წარმოდგენილია მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობებისა და მეტოქიონების ჩამოყალიბებისა და განვითარების ზოგადი მიმოხილვა.
რუბრიკა „ეკლესია და საზოგადოება” იხსნება კატეხიზატორული მოღვაწეობის სფეროში საეკლესიო სპეციალისტის პ.პ. პოპოვის სტატიით „წმინდა იოანე ოქროპირის რიტორიკული მეთოდები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე კატეხიზატორული პრაქტიკის კონტექსტში“. კვლევა აქტუალიზებს წმინდა იოანეს ჰომილეტიკურ მემკვიდრეობას, – აჩვენებს რა მის მნიშვნელობას საეკლესიო ქადაგების თანამედროვე პირობებისთვის.
რუბრიკას – „ეკლესია და საზოგადოება“ ასრულებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის, წმინდანთა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორის, დეკანოზ მაქსიმე კოზლოვის სტატია „სასულიერო სკოლების ჩართულობა საინფორმაციო სივრცეში”. სტატია გამოირჩევა კომპლექსური მიდგომით, რომლის ფარგლებშიც გაანალიზებულია საინფორმაციო სფეროს ძირითადი მდგენელები. ასევე, ქრისტიანული ზნეობის ჩამოყალიბების, თვითკონტროლის უნარებისა და კომუნიკაციის კულტურის შესწავლის კონტექსტში განიხილება ინტერნეტ-სივრცეში სასულიერო სკოლების სტუდენტთა ყოფნის პრობლემა, – იუწყება ზსად-ის პრეს-სამსახური.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










