ერასმუს+ გაცვლითი პროგრამა
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 16-20 ოქტომბერს ვარშავის (პოლონეთის რესპუბლიკა) ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიას სამუშაო ვიზიტით ეწვია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, დიაკონი ცოტნე ჩხეიძე.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, დიაკონი ცოტნე ჩხეიძე ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა წინაშე მეტად საინტერესოდ, სრულფასოვნად მომზადებული სალექციო კურსით წარსდგა. ლექციათა თემატიკა მრავალფეროვანი იყო: ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები და წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებული ტერმინები ებრაულენოვან ბიბლიაში; ებრაულენოვანი ბიბლიის ტერმინთა ბერძნული და სლავური შესატყვისობების შესახებ; წმინდა მამათა ეგზეგეტიკა წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების შესახებ; წინასწარმეტყველთა – აქია, ელისე, ოსე, ესაია, იერემია, ეზეკიელი და ზაქარია – სიმბოლური ქმედებანი; სალოსთა მოღვაწეობა და სხვ.
მოხსენებებმა მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ყოველ ლექციას თან ახლდა დისკუსია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, გულისხმიერი საუბარი. ვიზიტმა აკადემიურ, თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










