სტუდენტური სამეცნიერო კვირეული
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გრძელდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული.
აღნიშნული კვირეულის მე-2 სამუშაო დღე გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტებს წარმატებები უსურვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ.
12 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წარმოდგენილი იყო ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის გამგის, ფსიქოლოგიის დოქტორის – ირმა ხურციას – ხელმძღვანელობით ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები თემაზე – ადამიანი სოციალიზაციის პროცესში. მოდერატორი იყო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ჟასმინ ლომიძე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუდენტთა მუშაობის პროცესსა და თემის აქტუალობაზე ისაუბრა ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა ირმა ხურციამ.
წარმოდგენილი პრეზენტაციების ვიზუალური მასალით უზრუნველყოფაში სტუდენტებს ეხმარებოდა სემინარიის 1-ელი კურსის სტუდენტი გაბრიელ მდინარაძე.
14: 00 საათზე გაიმართა ბიბლეისტიკის კათედრის (ხელმძღვანელი – დეკანოზი გიორგი გუგუშვილი ) პედაგოგის – გიორგი თოდუას ხელმძღვანელობით აკადემიის სტუდენტთა მიერ მომზადებული თემის წარდგენა – ძველაღთქმისეული მელქისედეკი (დაბ. 14.18-20; ებრ. 7.1-10) და იესო ქრისტე – ახალაღთქმისეული მელქისედეკი (ებრ. 6.13-20; 7.11-28). პარალელები, ძირითადი ეგზეგეზისი. ჯგუფის მოდერატორი გახლდათ აკადემიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი მირზა ჩხოლორია.
იხ. პროგრამა:
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ჯგუფის მოდერატორი – გვანცა ლომიძე ( III კურსი) მომხსენებლები ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები:
1.ანნა ვანიშვილი ( III კურსი) — ფსიქო-სოციალური განვითარების სტადიები (ხელმძღვანელი -ფსიქოლოგიის დოქტორი ირმა ხურცია)
2.ნიტა ჯაფარიძე, ნინო გზირიშვილი ( II კურსი) – სოციალური როლების გავლენა (ხელმძღვანელი -ფსიქოლოგიის დოქტორი ირმა ხურცია)
3.ირინე ჩუხტიაშვილი, რეზი გრიგალაშვილი ( II კურსი) – თვითშეფასების ფორმირება (ხელმძღვანელები – თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია, ფსიქოლოგიის დოქტორი ირმა ხურცია) 12 დეკემბერი, 14 საათი ბიბლეისტიკის კათედრა ხელმძღვანელი – თეოლოგიის მაგისტრი გიორგი თოდუა ჯგუფის მოდერატორი – მირზა ჩხოლარია ( III კურსი)
მომხსენებლები:
აკადემიის III კურსის სტუდენტები:
1.დიაკონი ბასილ ელისაბედაშვილი
2.დიაკონი დავით პირა
3.ზურაბ დვალიშვილი
4.ირაკლი დუშმანიშვილი
5.მერაბ შაშიაშვილი
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










