12/02/2020 12/02/2020 ღვთის შეწევნით, პირველად ათონის წმინდა მთას 2010 წელს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 28 აგვისტოს ვესტუმრეთ. მას შემდეგ, მეგობრები ვცდილობთ ხშირად მოვილოცოთ ათონის წმინდა მიწა. თითოეულ მონასტერში, სკიტსა და კელიაში განსაკუთრებული მადლია. დიდი სიხარულია ათონის წმინდა მთაზე მსახურებებზე დასწრება ბერძნულ, სერბულ, ბულგარულ, რუმინულ მონასტრებში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს ათონზე მსახურების მოსმენა ქართულ ენაზე იოანე ღვთისმეტყველის...
12 Φεβρουαρίου, 2020 - 15:12

«ათონის მთის მოყვარულთა სკოლა» – ერთად მოვილოცოთ ათონი

Διαδώστε:
«ათონის მთის მოყვარულთა სკოლა» – ერთად მოვილოცოთ ათონი

ღვთის შეწევნით, პირველად ათონის წმინდა მთას 2010 წელს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 28 აგვისტოს ვესტუმრეთ.
მას შემდეგ, მეგობრები ვცდილობთ ხშირად მოვილოცოთ ათონის წმინდა მიწა.

თითოეულ მონასტერში, სკიტსა და კელიაში განსაკუთრებული მადლია. დიდი სიხარულია ათონის წმინდა მთაზე მსახურებებზე დასწრება ბერძნულ, სერბულ, ბულგარულ, რუმინულ მონასტრებში.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს ათონზე მსახურების მოსმენა ქართულ ენაზე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კელიაში, რომელიც სიმონოპეტრას (ბერძნულ) მონასტერს ეკუთვნის და ასევე, მსახურებაზე დასწრება ივერონში (ამჟამად ბერძნული მონასტერი), რომელიც აშენდა ქართველ მამათა მიერ და საუკუნეების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ხომ სწორედ ამ სავანეშია დაბრძანებული.
წლების განმავლობაში ათონის წმინდა მთის მოლოცვისას, ღვთის შეწევნით, გვემატებიან მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები. სამშობლოში დაბრუნებული თითოეული ადამიანი ათონის მოლოცვის შემდეგ საოცარ სიხარულს, მადლს გრძნობს.

რადგან უწმინდესი ხშირად გვიქადებს, რომ თითეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ მახარებელი, სამეგობროში რამდენიმე ადამიანმა გადავწყვიტეთ დიდი სიხარულით შევასრულოთ უწმინდესის კურთხევა და დავეხმაროთ საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომ ჩვენთან ერთად გახდნენ იმ სიხარულის თანაზიარნი, რაც ათონის წმინდა მთის მოლოცვისას ეუფლება ადამიანს.


ამიტომ, გადავიწყვიტეთ აქტიურად ვიმუშავოთ წმინდა მიწის მოლოცვითი ტურების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

ათონის მთას ღვთისმშობლის ბაღი ჰქვია, სწორედ ამიტომ ათონის მთაზე თითოეული სტუმრის მიღებას თავად ღვთისმშობელი გეგმას. ჩვენს გუნდს, ღვთის შეწევნით, მხოლოდ შუამავლის როლის შესრულება შეუძლია.
2019 წელს დავიწყეთ მოლოცვითი ტურების ორგანიზება და რამდენიმე ჯგუფი წავიყვანეთ წმინდა მიწაზე.
ათონზე განსაკუთრებული სიხარულია, «ათონის მთის მოყვარულთა სკოლამ» ორჯერ წამიყვანა ათონზე და ძალიან მადლიერი ვარ. იმედი მაქვს, ისევ გავხდები ღირსი მოვილოცო ათონის მთა. დიდ სულიერ ძალებს მაძლევს ათონზე ყოფნა – ათონის მთის მომლოცველი, გიორგი სურგულაძე.
«ათონის მთის მოყვარულთა სკოლის» შესახებ მეგობრისგან შევიტყვე. დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა მომელოცა ათონი და ამ შესაძლებლობის შესახებ რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა. ,,ათონის მთის მოყვარულთა სკოლის» წარმომადგენელი ძალიან ორგანიზებული იყო, თითოეული დეტალი კარგად ქონდა გათვლილი. მსურს ყოველი შემდეგი შვებულება ათონზე გავატარო, იქ თითქოს დრო გაჩერებულია. ათონი ჩემთვის სამოთხის აჩრდილია დედამიწაზე. ათონის მთის მომლოცველი, თეიმურაზ ჩალაძე.
მომდევნო მოლოცვით ტურს ვგეგმავთ აპრილში. გვსურს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ათონის წმინდა მთაზე შევხვდეთ.


18 აპრილს დილით შევალთ ათონზე, 6 დღე გავჩერდებით, მეშვიდე დღეს კი თესალონიკში ვიქნებით და მოვილოცავთ ადგილობრივ ტაძრებსა და წმინდანთა ნაწილებს. 25 აპრილს დილით გამოვფრინდებით თესალონიკიდან ქუთაისში. ჩვენი გუნდი ყველაფერს უზრუნველყოფს: ავიაბილეთის შეძენა, ტრანსფერი აეროპორტიდან ათონის პორტამდე, ათონის ვიზისა და გემის ბილეთის შეძენა, მონასტრებში ჯავშნები და ა.შ. ფინანსებს რაც შეეხება, «ათონის მთის მოყვარულთა სკოლას» სურს ბევრ სასულიერო პირს და ახალგაზრდას მისცეს საშუალება მოილოცოს ათონის წმინდა მიწა, ამიტომ მათთვის ტურის ღირებულება 200 ევროდან იწყება, უფროსი ასაკის (21 წელი და მეტი) მამაკაცებისთვის ტურის ფასი კი – 250 ევროდან.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვწერონ სოციალურ ქსელში: www.facebook.com/atonismta ან დაგვირეკონ ტელეფონზე: 577 354 354
ათონელი მამების ლოცვით და ღვთისმშობლის კურთხევით, ღმერთმა ინებოს, რომ ხშირად გავხდეთ ათონის წმინდა მთის მოლოცვის ღირსი, ვიცვალოთ ფერი უკეთესობისაკენ, დავწინაურდეთ ღვთის წინაშე და ღმერთმა ისე გვაცხოვროს, რომ გვაცხონოს.
პატივისცემით,
ათონის მთის მოყვარულთა სკოლა

karibche.ambebi.ge

 

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων